მცენარეები

ეწრის გვიმრა

მრავალწლოვანი სპოროვანი, ფესურიანი მცენარე გვიმრისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 2 მ აღემატება. ფოთოლი ფრთისებრ დანაკვთული აქვს, მრავლდება ფესურითა დასპორებით. გავრცელებულია უმეტესად დასავლეთ საქართველოს ტყის ზონაში, ზღვის დონიდან 1800 მ-მდე. ჭარბტენიან ადგილებს ვერ ეგუება. ძნელად მოსასპობი სარეველაა, ასარევლიანებს პლანტაციებსა და ნათესებს. მის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა ნიადაგის ღრმად დამუშავება და ფესურების ამოკრეფა. იყენებენ ქიმიურ მეთოდსაც. ეწრის გვიმრის ფესვი-  ჩირქოვანი […]

ეშმაკის ქოში

მრავალწლოვანი მაღალი ბალახოვანი მცენარე თითისებური ფოთლებით, ლურჯი ყვავილებით. იზრდება სუბალპურ ადგილებში. მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია. შეიცავსალკალოიდებს. ამის გამო იშვიათად გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში, თუმცა ნევრალგიური ტკივილებისა, ნიკრისის ქარის შემოტევისას, რევმატიზმისა და კბილისტკივილისას მაინც მიიღება შინაგანად. მალამო გამოიყენება სახსრების ტკივილისას.

ეფედრა, ცხენისმუხლა

ბუჩქოვანი მცენარე დანაწევრებული ყლორტებით. ყვავილი ცალსქესაა. ალკალოიდების -ეფედრინისა და ფსევდოეფედრინის მაღალი შემცველობის გამო ფართოდ გამოიყენებატრადიციულ მედიცინაში ასთმის, ციებ-ცხელების, გაციების სამკურნალოდ.

ესპანური ესპარცეტი, სულა

ბალახოვანი და ეკალბუჩქოვანი მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. აერთიანებს 80-მდე სახეობას. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. ფესვი მთავარღერძიანია, ღერო სწორმდგომი ან გართხმული, 40-80 სმ სიმაღლისა. ფოთოლი რთული კენტფრთისებრია. მოწითალო–ვარდისფერი ყვავილები შეკრებილიამტევნებად. ნაყოფი ერთთესლიანი პარკია, ნაპირებზე დაკბილული ან სადა, პარკი არ იხსნება. ესპარცეტს თესავენ შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე უსაფროდ ან ხორბლისა დაქერის […]