Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ალოე – დესა

ალოე

ალისარჩული
მაისი 16, 2017
ალუბალი
მაისი 16, 2017

საბრი, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. განეკუთვნება ქსეროფიტულ სუკულენტებს. აქვს გრძელიდა შუბივით წამახული, ხორციანი, ხშირად ცვილისებრი ნაფიფქით დაფარული კიდეეკლიანი ფოთლები. წითელი, ნარინჯისფერი ან ყვითელიმილისმსგავსი ყვავილები შეკრულია მტევნებად ან საგველა ყვავილედად. აერთიანებს 250-მდე სახეობას. გავრცელებულია აფრიკაში, არაბეთში, შუა აზიაში და მადაგასკარზე. შავი ზღვის სანაპიროზე – ბაღებში, პარკებსა და პლანტაციებში.

სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ფოთლები და წვენი. ფოთოლი შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს, ფისებს, სხვადასხვა ფერმენტებს, C ვიტამინს, ასპირინისებურ ნივთიერებას, მარილებს, ეთერზეთებს, ფიტოცინდებს, მდიდარია ვიტამინებით; მაკროელემენტებით: K, Ca, Mg, Fe; მიკროელემენტებით: Cu, Zn, Co, Cr, Ba, Ni. ალოეს ფოთლების შესქელებული წვენი საფაღარათო საშუალებაა. ნორჩი ფოთლებისგამონაწვლილს ხმარობენ კანქვეშ შესაშხაპუნებლად თვალისა და სხვა დაავადებათა დროს. იყენებენ ბიოლოგიური სტიმულატორადაც. ალოეს წვენისაგან დამზადებული პრეპარატები იხმარება გარეგან საშუალებად ჩირქოვანი ჭრილობის, დამწვრობისა და კანის ზოგიერთიდაავადების სამკურნალოდ; აწესრიგებს ნერვულ სისიტემას, აუმჯობესებს მამაკაცის სასქესო ორგანოების ფუნქციებს.
Online Drugstore, buy cheap cialis super active, Free shipping, buy now cialis black 800mg, Discount 10%