Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ანგელოზა – დესა

ანგელოზა

ანაგვირილა
მაისი 23, 2017
ანისული
მაისი 23, 2017

ერთწლიანი ან მრავალწლიანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. იზრდება ბარდებად, ორ მეტრამდე. სურნელოვანია. ღერო სწორი აქვს, ღრუიანი, მტრედისფერი ნადებით. ფესვები მსხვილი, ხორციანი და დანაოჭებულია. ფოთლები ფესვებთან მსხვილია, ღეროებზე კი წვრილი და მოკლეყუნწიანი. ყვავილები წვრილი, მომწვანო-მოთეთრო; ნაყოფი ღია ყავისფერი, მომრგვალო, ტყუბთესლა; მწიფს ივნის-ივლისში. თესლები ოვალურია, ჩაჭყლეტილი, წვეროში წანაზარდით. თესლები ბრტყელია, შემოვლებულია განივრად გამოწეული წიბოებით, შუაში ორად გაყოფილი სვეტით. თესლების ზედაპირი გლუვია ან ოდნავ ხორკლიანი, იშვიათად ოდნავ დანაოჭებული, მკრთალი. სამკუნალოდ გამოიყენება ანგელოზას მიწისქვეშა ნაწილი, ფესვურა და ფესვი. ისინი შეიცავს – ეთერზეთს, ფუკომარინს, ორგანულ მჟავეებს, ფიტოსტერინებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს, ფისებს, შაქრებს, მარილებს.

მისი ნაყენი გამოიყენება როგორც ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, დამარბილებელი, ოფლმდენი, მატონიზირებელი, მადისაღმძვრელი, კრუნჩხვების მომხსნელი და შებერილობის საწინააღმდეგო საშუალება. ხალხურ მედიცინაში მისი ფესვებისა და ფესურას ფხვნილი, ნაყენი და ნახარში იხმარება მადის მომყვანად, საჭმლის მონელების გასაუმჯობებლად, გაზების დაგროვების, წყალმანკის, ფაღარათის, სასუნთქი გზების ანთების, ნერვების გამოფიტვის, უძილობისა და კრუნჩხვების სამკურნალოდ. ნიკრისის ქარებისას და რადიკულიტის დაავადებისას დასაზელად იყენებენ ფესურისა და ფესვების სპირტიან ნაყენს.
Online Drugstore, buy cheap cialis super active, Free shipping, buy now cialis black 800mg, Discount 10%