Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ასფურცელა – დესა

ასფურცელა

ასკილი
მაისი 23, 2017
აქტინიდია
მაისი 23, 2017

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა, სიმაღლით 1,5 მ-ს აღწევს. ფესურა ჰორიზონტალური და მხოხავია. ღეროები მრავალრიცხოვანია, სწორმდგომი, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფოთლები ორმაგფრთისებრდანაკვთულია, წაგრძელებული, დაკბილული, ბოლოში წაწვეტებული. ზედა ფოთლები მჯდომარეა, ქვედა გრძელყუნწიანი, ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული.

ყვავილები წვრილი, ყვითელი, ორსქესიანია და 10-70 ცალი რაოდენობით ფარისებრ თანაყვავილედებადაა შეკრებილი, ნაყოფი – წაგრძელებული, წიბოებიანი თესლია. ყვავის ივლის-სექტემბერში, ნაყოფი აგვისტო-ოქტომბერში მწიფდება.

ასფურცელა შეიცავს ეთერზეთს, ფლავონოიდებს, ალკალოიდებს, მწარე და მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, ტანაცეტინს, ფისებს, შაქარს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ვიტამინ C-ს.

სამკურნალოდ ასფურცელას თანაყვავილედებს იყენებენ. მცენარე შეიცავს შხამიან ნივთიერებებს, ამიტომ მათი მოხმარება შეზღუდული რაოდენობით უნდა მოხდეს. გააჩნია ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ოფლმდენი, ჭიის საწინააღმდეგო, შემკვრელი, ციებ-ცხელების საწინააღმდეგო თვისებები, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და მადას. იყენებენ ღვიძლის დაავადებების (ლამბლიოზი, ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი) და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, ასევე კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ანთებითი პროცესების, შარდის ბუშტის ანთების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებს დროს. იყენებენ შაკიკის, თავის ტკივილის, სახსრების ტეხვის, ასევე მალარიის დროს, მადის მოსამატებლად. გარეგანად იყენებენ კომპრესების და აბაზანების სახით ჭრილობების, წყლულების, ნიკრისის ქარის და სახსრების ანთების დროს.
Online Drugstore, buy levitra professional, Free shipping, without prescription cialis black, Discount 10%