Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ავშანი – დესა

ავშანი

ავოკადო
მაისი 15, 2017
აკაცია
მაისი 16, 2017

მრავალწლოვან, იშვიათად ერთწლოვან, ბუჩქ-ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ავშნის გვარის 500-მდესახეობიდან კავკასიაში გვხვდება 27, ხოლო საქართველოში – 12 სახეობა. აქვს სწორმდგომი ღერო, ფესვები, ზოგს კარგად განვითარებული ფესურები. ფოთლები დანაკვთულია და უმეტესად ლეგა. პატარა კალათები რთულ საგველანაირყვავილედს ქმნის. ნაყოფი თესლურაა. ავშნის სახეობათა უმრავლესობა შეიცავს ეთეროვან ზეთებსა და გლიკოზიდებს, რომლებიცმედიცინაშიც იხმარება, მაგ., ხოროსანი შეიცავს სანტონინისა და ცინეროლის ზეთებს, აბზინდა ორნაირ გლიკოზიდსა (აბსინთინი და ანაბსინთინი) და ეთეროვან ზეთს. სამკურნალო ნედლეულად გამოიყენება ფოთლები და ყვავილები.მისი ნაყენი ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, აფართოებს სისხლ-ძარღვებს, არეგულირებს გულისცემას, თავბრუსხვევას; არისდამამშვიდებელი საშუალება ნერვული აშლილობისა და ბრონქეალური ასთმისას.

ავშნის ზოგიერთი სახეობა გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ველებსა და ნახევრად უდაბნოებში დაქმნის ცხვრის ზამთრის საძოვრებს. ზოგი სახეობა შხამიანია, განსაკუთრებით ცხენებისათვის. არის აგრეთვე ავშნისდეკორატიული სახეობები – გიეში და სარეველები (უჯანგარი , მამულა, სამწვანე და სხვა)

Online Drugstore, Prograf buy online, Free shipping, purchase cialis black online, Discount 10%