Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ბაღის მარწყვი – დესა

ბაღის მარწყვი

ბაღის ინა
მაისი 25, 2017
ბაღის მიხაკი
მაისი 25, 2017

მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახია.  საქართველოში ველურად იზრდება 3 სახეობა. ტყის მარწყვი ხარობს ტენიან და დაჩრდილულ ადგილებზე, ტყის პირებზე, მდელოებსა და ველობებზე. მწვანე მარწყვი ეტანება შედარებით მშრალ და ქვიან ადგილსამყოფელს; მუშკის მარწყვი კი მხოლოდ თბილ მიდამოებში იზრდება. მარწყვს ამრავლებენ ჩითილითა და თესლით. უმთავრესად მოჰყავთ ბაღის მარწყვი, რომელიც ველურად არ გვხვდება.  ხალხურ მედიცინაში მარწყვს იყენებენ ავიტამინოზის, სოკოს, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის სამკურნალოდ. ბაღის წარწყვის სამკურნალო თვისებები უფრო სუსტია, ვიდრე ტყის მარწყვისა. ბაღის მარწყვი შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს, პექტინურ ნივთიერებებს, მთრიმლავ ნივთიერებას, ვიტამინებსა და მინერალებს; მის ფოთლებში მოიპოვება ეთერული ზეთი. მარწყვის ნაყენი ეწინააღმდეგეგება ანთების განვითარებას, სპობს მიკროორგანიზმებს ნაწლავებში. იყენებენ როგორც ანტისეპტიკურ საშუალებას, ანგინისა და სტომატიტის დროს. მის ნედლ ფოთლებს იყენებენ თირკმლებზე დასადებადა და, აგრეთვე, კბილის ტკივილის დროს.
Online Drugstore, neurontin buy online, Free shipping, buy cialis super active online, Discount 10%