Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ბაღის მიხაკი – დესა

ბაღის მიხაკი

ბაღის მარწყვი
მაისი 25, 2017
ბაღის პიტნა
მაისი 25, 2017

ერთ და მრავალწლოვანი, ძალზე იშვიათად- ბუჩქბალახოვან მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. აქვს ხშირად სურნელოვანი, მარტოული ან ყვავილედად შეკრებილი, მეწამული, ვარდისფერი ან თეთრი ყვავილები. აერთიანებს 300-მდე სახეობას, გავრცელებულია ევროპაში (ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირეთში), აზიასა და აფრიკაში. საქართველოში 21 სახეობა გვხვდება. იზრდება ქვიან და ღორღიან ფერდობებზე, მშრალ მდელოებზე, ბუჩქნარებში, ველის, ნახევარუდაბნოს, ტყის, სუბალპური და ალპური სარტყლებში. დეკორატიული მიხაკის გარდა არის სურნელოვანი მიხაკის ხე. მის ნაყოფს სანელებლად იყენებენ კვების მრეწველობაში. ბაღის მიხაკი შეიცავს არომატულ ეთერზეთს, მღებავ პიგმენტს-ანტოციანს. აქვს ოფლმდენი, დამამშვიდებელი და სისხლაღმდგენი თვისებები. თვლიან, რომ მას გარკვეული ზეგავლენა აქვს  ცენტრალური ნერვიული სისტემის ტროფიულ ფუნქციაზე, კერძოდ კი ამარაგებს გულს სისხლით და აწესრიგებს მის მუშაობას.
Online Drugstore, neurontin buy online, Free shipping, buy cialis super active online, Discount 10%