Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ბაია – დესა

ბაია

ბადრიჯანი
მაისი 25, 2017
ბალბა
მაისი 25, 2017

მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახია, რომელსაც ფუნჯა ფესვები (ხშირად ფესურები) და მორიგეობით განლაგებული თათისებრ დაყოფილი ფოთლები აქვს. ყვავილები ცალადია ან შეკრებილია მეჩხერ ყვავილედებად. ყვავილსაფარი ორმაგია, ხუთწვერიანი. გვირგვინის ფურცელი ყვითელია, იშვიათად თეთრი; თითოეული ფურცლის ძირში სანექტრეებია. ნაყოფი კაკლუჭაა. ცნობილია 600-მდე სახეობა, საქართველოში 50-მდე, რომელთაგანაც 11 – საქართველოს ენდემია, 9 კი – კავკასიისა. ბაია გავრცელებულია ყველა სარტყელში – დაბლობიდან მაღალმთამდე. უყვარს ტენიანი ადგილები, თუმცა ზოგიერთი სახეობა ველებსა და ხრიოკებზეც გვხვდება. საქართველოში სახეობათა უმრავლესობა სუბალპურ და ალპურ მდელოებზე იზრდება, მცირე რაოდენობით გვხვდება ტყეებში, ბუჩქნარებსა და ველობებზე, თითო-ოროლა სახეობა კი ნახევრად უდაბნოებში და ველებზე. ბევრი მათგანი შხამიანია, შეიცავს ანემონოლს, რომელიც იწვევს საქონლის მოწამვლას, თივა კი უვნებელია. ბაიათა საკმაოდ დიდი ნაწილი სარეველაა, ზოგი მეტნაკლებად დეკორატიული. ბაიას ზოგი სახეობა სამკურნალოდაც გამოიყენება. მაგალითად, მრავალყვავილა ბაია, რომლის წყალში ნაყენს აქვს მატონიზირებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობის შემხორცებელი თვისებები. მას მცირე დოზებით იღებენ თავისა და კუჭის ტკივილისას. გარგანად ნედლ ბალხს იყენებენ თავისა და ნევრალგიური ტკივილებისას, სოკოს წინააღმდეგ, რევმატიზმის სამკურნალოდ, გამონაყარებისა და ჭრილობების მისაშუშებლად. ბაია კლინიკურად შემოწმებულია ტუბერკულიოზის სამკურნალოდ. თუმცა მისი გამოყენება მხლოდ ძალიან ფრთხილად შეიძლება. ხალხურ მედიცინაში ბაიას ყვავილი მალარიის წინააღმდეგაც გამოიყენება. მცოცავი ბაია შეიცავს პროტოანემონინს. მისი ნახარშით ისუფთავებენ სხეულის აქავებულ ადგილებს, ძირმაგარებს, მათი მომწიფების მიზნით, ხოლო ნედლ ბალახს იდებენ რევმატიზმიან ადგილებზე და თავზე, მისი ტკივილისას. ამასთან, მისი სხულზე დიდხანს გაჩერება არ შეიძლება.

Online Drugstore, buy levitra professional, Free shipping, without prescription cialis black, Discount 10%