Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ბალბა – დესა

ბალბა

ბაია
მაისი 25, 2017
ბალღოჯი
მაისი 25, 2017

ერთ,  ორ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ბალბისებრთა ოჯახისა. აქვს 10-100 სმ სიმაღლის სწორი, გართხმული ან წამოწეული ღერო, მომრგვალო-თირკმლისებრი, ოდნავ დანაკვთული, იშვიათად თათისებრ განკვეთილი გრძელყუნწიანი ფოთლები და მარტოული ან კონებად შეკრებილი თეთრი ან მოვარდისფრო-იისფერი ყვავილები. ნაყოფი წარმოადგენს ზურგზემომრგვალებულ და გვერდებზე ჩაჭყლეტილ,
გაუხსნელ სეგმენტისებურ თესლურას.
ნაყოფის გარსი თხელია, აპკიანი, ბორცვიან-დანაოჭებულია. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ, იშვიათად სუბრტოპიკულ სარტყლებში. საქართველოში, მთის ქვედა და შუა სარტყლის ბუჩქნარებში, დანაგვიანებულ ადგილებსა და გზის პირებზე, იზრდება 5 სახეობა. მათგან Malva silvestris და Malva neglecta მთელ რესპუბლიკაშია გავრცელებული, Malva erecta და Malva ambigua – მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, Malva pusilla – აფხაზეთსა და ბორჯომში. ხმარობენ მხლად. ბალბის ზოგიერთი სახეობის ყვავილებსა და ფოთლებს იყენებენ ხალხურ მედიცინაში, აგროვებენ ივნის – აგვისტოში. ცალკე ბალახს და ცალკე ფოთლებსაც. მაგალითად პნევმონიისა და ფილტვის ენფიზემის სამკურნალოდ. ბალბას ძირითად შემადგენელს წარმოადგენს მცენარეული ლორწო. გამოიყენება დამარბილებელ და ამოსახველებელ საშუალებად, ინგალაციისათვის, გამოსავლებად. ძირითადად ჩაის სახით. ხალხურ მედიცინაში მისი ჩაი ძალიან პოპულარულია. თანაბრად იყენებენ ფოთოლს, ყვავილს და ბალახს. პირველ რიგში იყენებენ გაციების საწინააღმდეგოდ, ყელის ტკივილისას.  ხალხური მედიცინა ჩაის იყენებს ფაღარათისა და მუცლის ტკივილისას, ჭრილობებზე კომპრესებად. უნდა აღინიშნოს, რომ ხალხური მედიცინა არ არჩევს ბალბის სახეობებს და თანაბრად იყენებს მათ.
Online Drugstore, cheap female cialis online, Free shipping, buy online haldol, Discount 10%