Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ბამბის ბუჩქი – დესა

ბამბის ბუჩქი

ბამბაცა
მაისი 25, 2017
ბამბუკი
მაისი 25, 2017

მრავალწლოვანი მცენარის გვარი ბალბისებრთა ოჯახისა. გაერთიანებულია 35, მათ შორის 5 კულტურული სახეობა: ინდოჩინური, აფრიკულ-აზიური, მექსიკური, პერუული და სამკბილა. კულტურული სახეობებიდან ფართოდაა გავრცელებული მექსიკური ბამბა. ბამბა სინათლის მოყვარული მცენარეა.  0°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე იღუპება. ჩვეულებრივ პირობებში ბამბის მცენარე ბუჩქია, რომელსაც სწორი დატოტვილი ღერო და 1-1,4 მ-ზე მეტი სიმაღლე აქვს (წმინდაბოჭკოიანი ჯიშები). ფოთოლი 3-7 ნაკვთიანია, ყვავილი მსხვილი. ბამბა ძირითადად თვითდამმტვერავია, თუმცა გვხვდება ჯვარედინმტვერიებიც. ნაყოფი 3-5 ბუდიანი კოლოფია, რომელშიც ბოჭკოთი დაფარული 20-40 თესლია მოთავსებული. მომწიფებული კოლოფის საგდულების გადაღუნვის შემდეგ გამოჩნდება ბამბის ბოჭკო, ე. ი. თესლკვირტის გარსის (ეპიდერმისის) ცალკეული გრძელი (25-იდან 50 მმ-მდე) უჯრედები. მოსავლის აღებისას ბოჭკოსა და თესლს ერთად იღებენ. ჯიშთა უმეტესობას თესლი დაფარული აქვს მოკლე ბეწვით – ღინღლით. ბამბა გავრცელებულია 50-ზე მეტ ქვეზანაში.

სამკურნალოდ გამოიყენება ფესვის ქერქი, ფესვი და თესლი. ფესვი შეიცავს გოსსიპოლს, K და C ვიტამინს, ფილოქინინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს. მთლიანი მცენარე შეიცავს კაროტონოიდებს და კატეხინს. ბამბას აქვს ანტიმიკრობული, ჰიპოტონური, იმუნური (შხამსაწინააღმდეგო), სისხლის აღმდგენი თვისებები. ზეთი გამოიყენება მალამოების დასამზადებლად. ფესვის ქერქს იყენებენ მენსტრუალური ციკლის დარღვევისას, ორსულობის ტოკსიკოზისას. ხალხურ მედიცინაში ფესვის ნაყენს იყენებენ შინაგანი სისხლდენის დროს, როგორც სისხლის აღმდგენ საშუალებას.
Online Drugstore, cheap female cialis online, Free shipping, buy online haldol, Discount 10%