Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ბეგქონდარა – დესა

ბეგქონდარა

ბეგიაური
მაისი 29, 2017
ბელადონა
მაისი 29, 2017

მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. 5-50 სმ სიმაღლის ბუჩქბალახებია, იშვიათად – ბუჩქები. აქვს გართხმული ღერო და სწორმდგომი საყვავილე ყლორტები. თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები შეკრებილია თავაკისებრ ან თავთავისებრ ყვავილედად. საქართველოში 17 სახეობაა გავრცელებული, მათგან 14 კავკასიური ენდემია, 2 კი – საქართველოსი; გვხვდება უპირატესად სუბალპურსა და ალპურ, აგრეთვე მთის ქვედა და შუა სარტყელში. იზრდება მშრალ ადგილებში, ღორღიან ფერდობებზე და მინდვრებში, ტყეში დეკას ბუჩქების ახლოს, სილიან, კირიან და კაბჟანიან ნიადაგებზე. ბეგქონდარას მთიან ადგილებში ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს – იგი პირველი სახლდება გადარეცხილ ნიადაგსა და მოშიშვლებულ გრუნტზე. სურნელოვანი მცენარეა, შეიცავს ეთეროვან ზეთებს, რომლებსაც იყენებენ პარფიუმერიაში, კვების მრეწველობასა და მედიცინაში. სახეობათა უმრავლესობა დეკორატიულია. ბექგონდარას ბალახი შეიცავს ეთერზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ციმოლს და თიმოლს, რომლებიც გამოყოფენ სურნელოვან არომატს. ბექონდარას იყენებენ როგორც ამოსახველებელ და ხველის დამამშვიდებელ საშუალებას მწვავე და ქრონიკული ბრონქიტისას, განსაკუთრებით თუ ხველამ მიიღო სპაზმოლიტური ხასიათი. ბეგქონდარა ავლენს კარგ დამამშვიდებელ მადეზინფიცირებელ მოქმედებას ჩირქოვანი ბრონქიტისა და ბრონქების გაფართოების დროს, გამოიყენება აგრეთვე ღვინის, საფენების, კომპრესების არომატიზირებისათვის. მცენარე ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, ხშირად სხვა სამკურნალო ბალახებთან ერთად.
Online Drugstore, provigil buy online, Free shipping, cialis jelly buy online, Discount 10%