Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ბერულა – დესა

ბერულა

ბელადონა
მაისი 29, 2017
ბერყენა
მაისი 29, 2017

მრავალწლიანი ბალახი რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. იზრდება 20-30 სმ. მთავარი ღერო სწორია, მარტივი, ბუსუსებით დაფარული. ძირისეული ფოთლები ლანცეტურია, თითქმის სწორხაზოვანი. პატარა ცილინდრული კალათები სათითოოდ სხედან ზედა ფოთლების უბეებში; აქვს მოყვითალო-მოთეთრო ყვავილები. ყვავილობს ივლისიდან სექტემბრამდე. თესლები (თესლურა) მოხაზულობით წვრილია, მოგრძო, თითისტარისებური, ოდნავ ჩაჭყლეტილი, წვერისკენ ოდნავ შევიწროებული. თესლის წვერს გააჩნია ადვილად ცვენადი ქოჩორი, ერთგვაროვანი  ბუსუსებით. თესლების ზედაპირი გლუვია, თითქმის გაშიშვლებული. თესლების შეფერილობა მომწვანო-ნაცრისფერია, ღია ყავისფერი. თესლების ზომა 0,5-0,8მმ სიგრძეში, 0,2მმ სიგანესა და სისქეში.ხარობს ნესტიან ნიადაგებში. ყვავილობს ზაფხულში.  შეიცავს სათრიმლავ ნივთიერებას, ფისებს, ეთერზეთებს, კაროტინს, ალკალოიდებს, ფიტოსტერინებს, მარილებს, B, C, K ვიტამინებს. გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი, ჰიპოტენიზმისა და ანთების საწინააღდეგო, ჭრილობის შემახორცებელი, ტკივილგამაყუჩებელი დამარბილებელი, ნაღველმდენი თვისებები; იყენებენ მეტეორიზმის, ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტისა და ალერგიის საწინააღმდეგოდ. ხალხურ მედიცინაში გამოყენებულია კუჭ-ნაწლავების დაავადების, გულისცემის მოსაწერიგებელ, სისხლდენის, ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ამზადებენ ფხვნილებს, მალამოებს, საფენებს.
Online Drugstore, provigil buy online, Free shipping, cialis jelly buy online, Discount 10%