Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ბროწეული – დესა

ბროწეული

ბოსტნის წალიკა
მაისი 29, 2017
ბუბუშელა, ბაბუაწვერა
მაისი 29, 2017

ბუჩქი ან ტანდაბალი ხე (სიმაღლით 5 მ-მდეა) ბროწეულისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ეკლიანი მცენარე.აქვს კიდემთლიანი ტყავისებრი ფოთლები, ნორმალურად განვითარებული ნასკვი, ბუტკო და სამტვრე; იძლევა ნაყოფს; ზოგი  კი განუვითარებელი, მოკლებუტკოიანია და ცვივა. ყვავილობს მაის-აგვისტოში. დამტვერვა ჯვარედინია. დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს ისხამს ნაყოფს, სრულ მოსავალს მეშვიდე-მერვე წელს იძლევა. ნაყოფი კენკრასებრია, აქვს ყვითელი ან წითელი ნაყოფისაფარი, სფეროსებრნი მრავალი  წვნიანი თესლი, რომელიც მწიფდება სექტემბერ-ნოემბერში. კარგი მოვლისას ერთი ხის მოსავალი 50-60 კგ აღწევს. ყინვაგამძლეა. კულტივირებულია სუბტროპიკულ ზონაში. ბროწეულის ნაყოფს ნედლად იყენებენ. წვნისაგან, რომელიც  შაქარს,  ლიმონის მჟავას, ტანინსა და C ვიტამინს შეიცავს, ამზადებენ სიროფს, სასმელებს, სანელებელს.

ბროწეულის ღეროს, ტოტებსა და ფესვების ალკალოიდებით მდიდარ გამხმარი ქერქის ნახარშსა და ექსტრატს სამკურნალოდ იყენებენ. ნაყოფის კანით   მკურნალობენ კოლიტს, იყენებენ ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენ, შემკვრელ საშუალებად, ვიტამინების წყაროდ. ყვავილი გამოიყენება შემკვრელ და ანტისეპტიკურ საშუალებად. ფოთოლი, ფესვისა და ღეროს ქერქი, ნაყოფის კანი დიდი რაოდენობით  შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქრებს, ლიმონისა და ვაშლის მჟავას, აზოტურ ნივთიერებებს, ვიტამინებს, კაროტინს, ტანინებს, ფიტოციდებს. მათ ხმარობენ ლენტისებური ჭიის საწინააღმდეგოდ.
Online Drugstore, cheap cialis jelly online, Free shipping, Meclizine buy online, Discount 10%