Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ბუერა – დესა

ბუერა

ბუბუშელა, ბაბუაწვერა
მაისი 29, 2017
ბუჩქისძირა
მაისი 29, 2017

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ცნობილია 5-6 სახეობა, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. იზრდება მდინარეებისა და ტბების ქვიშიან ნაპირებზე. აქვს მხოხავი ფესურები და ფესვთანური ფოთლები. ნორჩი ფოთლის ქვედა მხარე მოფენილია მოთეთრო ბეწვებით. ჩვენში იზრდება 4 სახეობა, რომელთაგან ერთი საქართველოს ენდემია და ერთიც კავკასიისა. სამკურნალოდ გამოიყენება ყუნწებიანი ფოთლები და ფესვები. შეიცავს ალკალოიდებს, საპონინებს, გლუკოზიდებს, ფისებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავეებს, მანგანუმის მარილებს, ინულინს. მედიცინაში გამოიყენება როგორც შარდმდენი, ჭრილობაშემახორცებლი, ასთმის საწინააღმდეგო, ჭიის დამდენი საშუალება. ხალხურ მედიცინაში იყენებენ შარდმდენ, ამოსახველებელ, დამარბილებელ, სპაზმოლიტურ, ბრონქეალურ, სისხლძარღვგამაფართოებელ, ტკივილგამაყუჩებელ, ოფლმდენ საშუალებად. ფესვების ნახარშით იზელენ თმის ძირებს.
Online Drugstore, cheap cialis jelly online, Free shipping, Meclizine buy online, Discount 10%