დევისპირა

დედოფლის ყვავილი
მაისი 30, 2017
დეზურა
მაისი 30, 2017

30-50 სმ სიმაღლის მრავალწლოვანი მცენარე. აქვს სწორი ღერო ნარინჯისფერი ყვავილებით, სუპროტული, ხაზოვანი, ლანცეტურიფოთლებით. ასდის თავისებური სურნელი. ყვავილობს სექტემბრის ბოლოს. შეიცავს ლიმონის, ჭიანჭველას, ვაშლისა და ძმრის მჟავებს, გლიკოზიდებს – ლინარინს, საპონინს, ლინარიზინს, კაროტინს, ვიტამინ C-ს, პექტინურ, მთრიმლავ და სხვა ნივთიერებებს, ალკალოიდებს.

სამკურნალოდ მხოლოდ ხალხური მედიცინა იყენებს. მის წყალში ნაყენს ხმარობენ თვალის ანთების დროს. სვამენ ღვიძლისა და სწორინაწლავის, თირკმლების, სიყვითლის, სუნთქვის გახშირების, წყლისას და თავის ტკივილის სამკურნალოდ. გარეგანად იყენებენ კანისდაავადებების მოსარჩენად.