Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
დვალურა – დესა

დვალურა

დეკა
მაისი 30, 2017
დიდბაია, ჭყანტა
მაისი 30, 2017

დვალურა მრავაწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს მსხვილი, გველისებურად დაკლაკნილი ფესურა. ფესურიდან გამოდის მრავალი წვრილიფესვი. ღერო რამდენიმეა, სწორმდგომი, შიშველი, დაუტოტავი. ღეროს სიმაღლე 30-80სმ-ია. ფოთლები მოგრძო-კვერცხისებურია ან ფართო-ლანცეტისებური, ფუძესთან მომრგვალებულია ან ნისკარტისებური. ღეროს ფოთლები უფრო წვრილია, მორიგეობითი. ფოთლები ზემოდანმუქი-მწვანეა, ქვემოდან უფრო ღიაა, ნაცრისფერ-მწვანე. ყვავილები წვრილია, ხშირად ვარდისფერი; შეკრებილია ყლორტის ბოლოებზეოვალურ ან ცილინდრულ თავთავისებურ ყვავილედად. ნაყოფი სამკუთხა მუქი-მურა კაკლუჭაა. ყვავილობს მაის-ივლისში. ნაყოფი მწიფდებაივნის-ივლისში. ფესურა შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის, გალის და ელაგის მჟავებს, კატეხინს, ოქსიმეთილანტრაქინებს, სახამებელს.

ხალხური მედიცინა დვალურას ფესურას იყენებს შინაგანად კუჭის წყლულოვანი დაავადებების, ფაღარათის, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების დროს. გამოიყენებენ გარეგანადაც, სისხლდენის დროს, სავლებად ხმარობენ კბილის ტკივილის დროს. მისი აბაზანები ეფექტურია ჭრილობებისა და წყლულების მოსაბანად.დვალურას ფესურას მონახარში გამოიყენება როგორც შემკვრელი საშუალება კუჭ-ნაწლავის მწვავე დაქრონიკული დაავადებების,  პირის  ღრუს ლორწოვანი  გარსის  ანთების  დროს.
Online Drugstore, viagra plus online, Free shipping, cheap extra super cialis online, Discount 10%