Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ენდრონიკა – დესა

ენდრონიკა

ენდრო
ივნისი 5, 2017
ესპანური ესპარცეტი, სულა
ივნისი 5, 2017

ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახების, ზოგჯერ ბუჩქბალახების გვარი ენდროსებრთა ოჯახისა. თეთრი, ყვითელი ან ვარდისფერი პატარა ყვავილები შეკრებილია საგველაყვავილედებად. ნაყოფი ორთესლიანი კაკლუჭაა. ენდრონიკა ევრაზიული გვარია. აერთიანებს 400-მდე სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 28. იზრდება მდელოებზე, ველობებზე, ტყეებში, წყალსატევების ნაპირებზე, ზოგიერთი – მთებშიც.  ბევრი სახეობა თაფლოვანია და სამკურნალო თვისებები აქვს, ზოგი საღებავნივთიერებებს შეიცავს. იყენებენ როგორც ჰომეოპატიურ საშუალებს – იმუნიტეტის აქტივაციისათვის, დეზინტოკსაციისათვის, ინფქციური პათოლოგიის მძიმე ფორმებისშემთხვევაში, ფერმენტების ცვლის დარღვევისას, ბრონქიტის, ბრონქეალური ასთმის, ეკზემის, ჰიპერტონიის, თირკმლების, კოლიტების, პარკინსონის დაავადების, დაფანტულისკლეროზის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.