Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ევროპული პანტა – დესა

ევროპული პანტა

ევროპული მაჟალო
ივნისი 5, 2017
ევროპული ყოჩივარდა
ივნისი 5, 2017

მსხლის გვარის ველური სახეობა, რომელიც, ჩვეულებრივ, იზრდება მეზოფილურ ტყეში, მთის შუა, იშვიათად ზემო სარტყლამდე. აქვს  მომრგვალო ან კვერცხისებრიფოთოლი, რომლის სიგრძე ოდნავ აღემატება სიგანეს. კავკასიაში 4 სახეობაა გავრცელებული, საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: კავკასიური პანტა კავკასიისფლორის   ენდემია, მაგრამ ჩვენში ფართოდ არის გავრცელებული; სწრაფმზარდი ეკლიანი ხეა, მრგვალი ან შებრტყელებულსფეროსებრი ნაყოფი აქვს; იჭმება, ხდიან არაყს, ამზადებენძმარს. მერქანი მაღალი ღირსებისაა, იყენებენ მსხლის კულტურის ჯიშების საძირედ. ბალანსას პანტა უეკლოა, დამახასიათებელია კოლხეთისათვის. ევროპულიპანტა 30 მეტრამდე სიმაღლის ხე, იშვიათად ბუჩქი. დაფარულია ხშირი ხავსით. აქვს მაგარი მერქანი, დიდი ყვავილები, ნაყოფი წვრილი მსხალი, სხვადასხვა ფორმისა. ნაყოფიშეიცავს შაქრებს,  ორგანულ მაჟავებს, პექტინურ და მთრიმლავ ნივთიერებებს, უჯრედისს, ცილებს, ფიტონციდებს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს, ცხიმოვან ზეთს
სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს ნაყოფი, მშრალი ან ნედლი. ახასიათებს შარდმდენი, სიცხისდამწევი, გამაყუჩებელი, ანტისეპტიკური ქმედებები.
ხალხურ მედიცინაში მშრალ მსხალს ან ნახარშს იყენებენ ხველის შესანელებლად ტუბერკულოზის დროს; სასუნთქი გზების სამკურნალოდ; კენჭოვანი დაავადებებისსამკურნალოდ. მსხალი აშუშებს ჭრილობებს, თრიმლავს კუჭის კედლებს, ამშვიდებს ნაღველს, კურნავს სოკოსაგან მოწამვლას.  
Online Drugstore, synthroid buy online, Free shipping, cheap cialis extra dosage, Discount 10%