Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
გოგრა – დესა

გოგრა

გობისცხვირა
მაისი 30, 2017
გონგოლა
მაისი 30, 2017

ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მხოხავი მცენარის გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. აქვს დატოტვილი და მიწაზე გართხმული ან საყრდენზე ასული ღერო, გრძელყუნწიანი დაბუსუსიანი ფართო ფოთოლი, დიდი ყვითელი, ზარისებური ყვავილი. ისხამს საკმაოდ დიდ სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის ნაყოფს. თესლი მსხვილი, ოვალური, თეთრი ანმოყვითალოა. გოგრის სამშობლოა ამერიკა. მისი 13 სახეობიდან ფართოდაა კულტივირებული ერთწლოვანი 3 სახეობა: მსხვილნაყოფა ანუ გიგანტური გოგრა, რომლისგანაცგამოყვანილია სუფრის, საკვები და დეკორატიული ჯიშები – თეთრი თაფლა, მსხვილნაყოფა  და სხვა; მაგარკანიანი ანუ ჩვეულებრივი გოგრა (ხოკერა, საქართველოში ძველთაგანვეაგავრცელებული). არის სუფრისა და დეკორატიული ჯიშები. ამ სახეობას ეკუთვნის ყაბაყი და პატისონი. მუსკატური ანუ ჯავზის გოგრა (საქართველოში ცნობილია თაფლა გოგრის, ხურჯინას, ბორჩალური გოგრის სახელით, გავრცელებულია ქვემო ქართლის დაბლობ ზონაში).  გოგრა სითბოს მოყვარული გვალვაგამძლე მცენარეა. არსებობს გოგრის ბევრიმსხვილნაყოფა საკვები ჯიში. გოგრას იყენებენ საჭმელად, ცხოველთა საკვებად. გოგრის თესლისაგან ხდიან საჭმელ ზეთს. სამკურნალოდ გამოიყენება რბილობი და თესლი. რბილობი შეიცავს პექტინებს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, უჯრედისს, ორგანულ მჟავეებს, კაროტინს; კალიუმის, მაგნიუმის, რკინის მარილებს, შაქრებს, ფიტოსტერინებს,ვიტამინებს. თესლში არის ფიტოსტერინები, ორგანული მჟავეები, ფისები, ვიტამინები.

გოგრის რბილობს გააჩნია ნაღველმდენი, დამარბილებელი, ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი თვისებები; აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, არეგულირებსნივთიერებათა ცვლას. თესლი გამოყენება ჭიის დასადენად. გოგრას იყენებენ ანემიის, ტუბერკულოზის, სიყვითლის, ჰიპოტონიის, ნევროზის, ნიკრისის ქარის, ქოლეცისტიტისსამკურნალოდ. იგი მდიდარია დასუსტებული თვალებისთვის აუცილებელი კერატინით. ხალხურ მედიცინაში გოგრისგან გამოხდილ წვენს იყენებენ თირკმლებისა და ღვიძლისდაავადების დროს.
Online Drugstore, buy viagra online cheap, Free shipping, cheap cialis sublingual online, Discount 10%