Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
გვიმრა – დესა

გვიმრა

გვერდელა
მაისი 30, 2017
გვირილა
მაისი 30, 2017

გვიმრა მდედრობითი, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ათირიუმისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტყის ზონაში ტენიან დაჩრდილულადგილებში. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტყის გვიმრაა. კოლხეთში გვხვდება ტყის ყველა სარტყელში. აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად,  ტყის ზედა სარტყელშია, ნაწილობრივ შუაშიც. კარგად ხარობს ტენიან ფართოფოთლოვან და წიწოვან ტყეებში, სადაც იგი ხშირად ბალახოვანი საფარის დომინანტია. იზრდებასაქართველოს ყველა რაიონში ჯავახეთის, ქიზიყისა და გარდაბნის გარდა. მდედრობითი გვიმრა სამკურნალო (ჭიების გამომდენი საშუალება) და დეკორატიული მცენარეა.

გვიმრა ეწერის, მრავალწლოვანი სპოროვანი, ფესურიანი მცენარეა  გვიმრისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 2 მ–ს აღემატება. ფოთოლი ფრთისებრ დანაკვთულიაქვს, მრავლდება ფესურითა და სპორებით. გავრცელებულია უმეტესად დასავლეთ საქართველოს ტყის ზონაში. ჭარბტენიან ადგილებს ვერ ეგუება. ძნელად მოსასპობი სარეველაა,ასარევლიანებს პლანტაციებსა და ნათესებს.
Online Drugstore, buy viagra online cheap, Free shipping, cheap cialis sublingual online, Discount 10%