Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
გვირილა – დესა

გვირილა

გვიმრა
მაისი 30, 2017
გლედიჩია
მაისი 30, 2017

გვირილა რთულყვავილოვანთა ოჯახის რამდენიმე გვარის მცენარეთა კრებითი სახელწოდება. უფრო მეტად ამ სახელწოდებით ცნობილია Pyrethrum-ის გვარი, რომლის 100-მდესახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ ზონაში და ნაწილობრივ ჩრდილოეთ ამერიკაში, უმრავლესობა კი კავკასიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიის ქვეყნებში.საქართველოში 24 სახეობაა, მათგან 10 სახეობა კავკასიის ენდემია, 3 – საქართველოსი. იზრდება მთის ქვემო სარტყლიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე მდელოებსა დამაღალბალახეულში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებში, ქვიან და კლდოვან კალთებზე, ჩამონაზვავებზე და სხვა. ზოგი სახეობა სათიბ-საძოვრებისსარეველაა, ზოგი სამკურნალოა (ბალზამური გვირილა): ინსექტიციდურ და ჰერბიციდულ ნივთიერებებს (პირეტრინსა და ცინერონს) შეიცავს  დალმაციურიგვირილა და წითელი ანუ კავკასიური გვირილა. Pyrethrum parthenium-ს დეკორატიულ მებაღეობაში იყენებენ, ხოლო ე. წ. კალუფერიანუ კანუფერი – ლიქიორების არომატიზაციისათვის. Doronicum-ის გვარიდან გვირილის სახელით ცნობილია ყვითელი გვირილა, რომელიც უმთავრესადგავრცელებულია კოლხეთში, ნაწილობრივ კი ქართლში მთის შუა და ზემო სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში, Leucanthemum-ის გვარიდან – მინდვრის გვირილა.

სამკურნალო ანუ სააფთიაქო გვირილას კალათები შეიცავს ეთერზეთებს, რომლის შედგენილობაში შედის ხამაზულენი, კადირენი, ფლავონოიდები, ნიკოტინის, ასკორბინის. კაპრილის, იზოვალერიანის მჟავები; კუმარინები, ხოლინი, აპიგენინი, ფიტოსტერინი, შაქარი, ცხიმები, სპაზმოლიტური ქმედების გლიკოზიდი, რომელიც ადუნებს კუნთებს, ანელებს ყელის ტკივილს.  მას ხმარობენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ნაწლავების სპაზმების დროს. ეთერზეთის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებს წარმომადგენენ ქამაზულენი და პროქამაზულენი.

მედიცინაში გვირილას ყვავილების ნაყენს იყენებენ ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად პირის ღრუს დაავადებების (სტომატიტები და სხვა), ტონზოლიტებისა და ანგინის დროს. გვირილას უნიშნავენ მწვავე დაქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტების, ენტეროკოლიტების საწინააღმდეგოდ, ღვიძლისა და ნაღვლის სადინარი გზების დაავადებისდროს. გვირილას პრეპარატები ამცირებენ ნაღვლის სადინარების სპაზმებს, აძლიერებენ ნაღვლის გამოყოფას, ამცირებენ ანთებით პროცესებს. ნაწლავების სპაზმებისა დამეტეორიზმისას იყენებენ გვირილის დამამშვიდებელ ჩაის. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების, მეტეორიზმის, ფაღარათის, ნაღვლის სადინარების დაავადების დროს. ნიკრისის ქარისა და რევმატიული ტკივილების საწინააღმდეგოდ იკეთებენ გვირილის ყვავილების აბაზანებს.ბუასილის დროს გვირილას ხმარობენ  გარეგან საშუალებად.
Online Drugstore, buy viagra online cheap, Free shipping, cheap cialis sublingual online, Discount 10%