Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
კოთხოჯი – დესა

კოთხოჯი

ყვითელი ცხვირსატეხელა
აპრილი 7, 2017

ეს არის მრავალწლიანი ბალახი, საშუალო სიმაღლით 50-70 სმ. იგი ნესტის მოყვარულია, ამიტომ ძირითადად გვხვდება მდინარის, ტბისა და ჭაობის ნაპირებზე. სამკურნალო მიზნიბისთვის გამოიყენება ძირითადად ფესვები და ფესვურები, ასევე შესაძლებელია ფოთლების გამოიყენებაც.

კოთხოჯის ძირების ნედლეულად მომზადება ძირითადად ხდება ადრეულ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. იგი ირეცხება, იწმინდება და იჭრება პატარა ნაჭრებად, რაც შემდეგ შრება დაკიდვით ან საშრობზე არაუმეტეს 300 C. კოთხოჯის ფოთლების მომზადება კი ხდება ივლისსა და აგვისრტოში. გამშრალი ნედლეული ინაზება ქაღალდის ტომრებში, მშრალ ადგილას. მისი ვარგისიანობის ვადა 3 წელია.

მცენარე გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი, სედატიური, ანთების საწინააღმდეგო, სადეზინფექციო, მატონიზირებელი, სპაზმოლიზური, ცხელების, ამოსახველებელი, ნაღველმდენი, შარდმდენი საშუალება. მას გააჩნია  სისხლძარღვების გამაფართოვებელი და ჭრილობის სამკურნალო მოქმედება.

ფესვების ნახარში  იდეალურია დიარეის, ნაწლავის კოლიკის, კუჭის დაავადებების, მეტეორიზმის სამკურნალოდ და მოწამლვისას. კოთხოჯის გამოყენებისას უმჯობესდება ღვიძლის ფუნქცია და იზრდება ნაღვლის სეკრეცია.

ფესვების ნაყენი გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის სადინარის და ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას, ასევე ამოსახველებლად, ანთების, ბრონქიტის, ასთმის, პნევმონიის და ფილტვის ტუბერკულოზის სამკურნალოდ.

ფესვები იღეჭება და გამოიყენება როგორც მატონიზირებელი, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვისას, ზრდის სექსუალური ფუნქციას, ასევე კრუნჩხვებისას, სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებებისას, ისტერიისას, ნევრასთენიისას და მეხსიერების გასაუმჯობესებლად. კოთხუჯის დაფქვილი ფესვები გამოიყენება ჩირქოვა ჭრილობებისა და ფურუნკულების სამკურნალოდ.

გველის ნაკბენისას კოთხუჯის ფესვების ნახარშს იღებენ, ასევე იყებენ ნახარშისა ან წვენის საფენებს, ლოსიონებს.

კანის სოკოვანი დაზიანებისას  მიიღება კოთხოჯის ფესვების ნაყენი. მასთან ერთად გამოიყენება ნახარშის საფენები და ლოსიონები. ფესვების ნაყენს იყენებენ მესტრუალი ციკლის დასარეგულირებლად, ხოლო ქალის სასქესო ორგანოს ანთების სამკურნალოდ გამოიყენება ნედლეულისგან მომზადებული აბაზანები.

კოთხოჯის ნახარში გამოიყენება როგორც  ყელის სავლები საშუალება ანთებითი პროცესების, პირის ღრუს არასასიანოვნო სუნის გასაქრობად და კბილის ტკივილისას. ფესვების გარეჭვისას მცირდება სიგარეტის მოწევის მოთხოვნილება.

კოთხოჯის ფოთოლის ნახარსით დაიბანეთ თავი, რადგან ის აძლიერებს თმის ძირებს. თმის ცვენის შეჩერება შესაძლებელია შემდეგი ნაყენის გამოყენებით: 1 ს/კ დაფქვილ კოთხუჯის ფესვებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დატოვეთ ნახევარი საათი. შეიძილეთ თმის ძირებში და გაიკეთეთ საფენები.

Online Drugstore, cialis black market price, Free shipping, dicyclomine buy online, Discount 10%