Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ყვითელი ცხვირსატეხელა – დესა

ყვითელი ცხვირსატეხელა

კოთხოჯი
აპრილი 7, 2017
საშვილოსნოს სისხლდენა
აპრილი 18, 2017

იგივე ცხვირისატეხელა. მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახებია. ცნობილია 20-მდე სახეობა. ველურადიზრდება შუა და სამხრეთ ევროპაში, ციმბირსა და აღმოსავლეთ აზიაში. საქართველოში 4 სახეობაა. გაზაფხულის ცხვირისატეხელა თავისი დიდი ყვითელი ყვავილებით დამახასიათებელი მცენარეა ტყე-ველისა დაველის ზონისთვის. გამხმარი ბალახი გულის გლიკოზიდებს შეიცავს და მედიცინაში იყენებენ. მას ყვავილობის დასაწყისიდან თესლისჩამოცვენამდე აგროვებენ. ბალახს მიწის ზედაპირიდან 7-10 სმ. სიმაღლეზე ჭრიან. ინახავენ ერთი წლის განმავლობაში მშრალ შენობაში სხვამცენარეებისგან განცალკევებით. ადონისი კარგი საგულე საშუალებაა მასში შემავალი ციმარინის, ადონიტოქსინის და სხვა გლიკოზიდებისწყალობით. იგი შეიცავს ასევე შაქარს და საპონინებს.

ადონისის პრეპარატები აძლიერებს და ანელებს გულის შეკუმშვას, ხსნის შეშუპებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ადონისი დადებითადმოქმედებს ართრიტის დროს.

ადონისის ზემოქმედებით გული უფრო ძლიერად და თანაბრად ძგერს, მეტია შარდის გამოყოფა და ფეხების შეშუპება ქრება. გარდა ამისა, ადონისი ეფექტურია კოკაინით გამოწვეული კრუნჩხვების დროს. ადონისის ნახარშის ან ნაყენის წინასწარ შეყვანა თავიდან აგაცილებთლეტალურ შედეგს. ეს პრეპარატი თავიდან აგაცილებთ ასევე კამფორულ და პიკროტოქსინით გამოწვეულ კრუნჩხვებს.

ადონისი ფართოდ გამოიყენება სისხლის მიმოქცევის უკმარისობის შედარებით მსუბუქი ფორმების დროს, ასევე გულის ნევროზის, ვეგეტოდისტონიის, ინფექციური დაავადებების დროს, თირკმელების დაავადებების დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობისსიმპტომებით და ნერვულ-ფსიქიკური დაავადებების დროს.

Online Drugstore, cialis black market price, Free shipping, dicyclomine buy online, Discount 10%