ნაყენები

შავბალახას ნაყენი

შემადგენლობა

შავბალახა 5.0 გ, საჭირო რაოდენობით 70%-იანი ეთილის სპირტი 25 მლ ნაყენის მისაღებად.

წამლის ფორმა

ნაყენი

ჩვენება

ნერვული აგზნებადობის, ნევრასთენიის დროს. ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწრობის აღდგენას, აძლიერებს სხვა საძილე საშუალებების მოქმედებას.

მიღების წესი

მიიღება 30-50 წვეთი 3-4-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე.

პიტნის ნაყენი

ფორმა

შიგნით მისაღები ხსნარი

შემადგენლობა

პიტნის ფოთოლი 1.25 გ, პიტნის ზეთი 1.25 გ და საჭირო რაოდენობით 90%-იანი ეთილის სპირტი 25მლ ნაყენის მისაღებად.

ჩვენება

გამოიყენება როგორც პარასამკურნალო საშუალება გულისრევის, ღებინების, ნევრალგიური ტკივილების, გლუვი კუნთების სპაზმის დროს.

დოზირება და მიღების წესი

ნაყენი მიიღება 10-15 წვეთი, დღეში სამჯერ, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე.

კატაბალახას ნაყენი

ფორმა

ნაყენი

შემადგენლობა

კატაბალახას ფესვები ფესურებით დაწვრილმანებული 5.0 გ. ეთანოლი 70%-ის საკმარისი რაოდენობით 25 მლ ნაყენის მისაღებად.
კატაბალახას ფესვები და ფესურები შეიცავს ეთერზეთებს, რომლის ძირითადი ნაწილია რთული ეთერი ბორნეოლი და იზოვალერიანის მჟავა, ალკალოიდები (ვალერინი და ხატინინი), მთრიმკავი ნივთიერებები, შაქარი, ორგანული მჟავები ( პალ-
მიტინის, სტეარინის, ძმრის, ჭიანჭველის, ვაშლის და სხვა). მედიცინაში იყენებენ მუქი-მოწითალო გამჭვირვალე სითხეს, დამახასიათებელი არომატული სუნითა და მოტკბო- მომწარო სასიამოვნო გემოთი.

ჩვენება

კატაბალახას ნაყენი გამოიყენება, როგორც დამამშვიდებელი საშუალება ნერვული აგზნების, უძილობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმის დროს.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებს ენიშნებათ 20-30 წვეთი ერთ მიღებაზე 3-4-ჯერ დღეში. ბავშვებს ერთ მიღებაზე იმდენი წვეთი, რამდენი წლისაცაა ბავშვი.