სამკურნალო მცენარეები

ფარსმანდუკის ბალახი

წამლის ფორმა

ფარსმანდუკის დაწვრილმანებული ნედლეული

შემადგენლობა

ვიტამინი K, სესკვიტერპენები, ეთერის ზეთი (1 %-მდე), აქილეინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, აპიგენინისა და ლუტეოლინის გლიკოზიდები, კაროტინები, ასკორბინის მჟავა, მწაარეები

ჩვენება

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც ფიტოპრეპარატი ანთებითი პროცესების, ფიბრომიომებით გამოწვეული საშვილოსნოდან სისხლდენის, აგრეთვე ჰემოროიდული სისხლდენის დროს. P ხშირად ინიშნება ჭინჭრის ფოთლების ექსტრაქტთან კომბინაციაში. Pგამოიყენება აგრეთვე კუჭის წვენის დაქვეითებული სეკრეციით მიმდინარე გასტრიტების, სპასტიური კოლიტის, მეტეორიზმის სამკურნალოდ.

მიღების წესი

მიიღება თბილი სახით, პერორალურად, 1/2 ჭიქის ოდენობით 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე

აბზინდას ბალახი

წამლის ფორმა

აბზინდას დაწვრილმანებული ნედლეული

შემადენლობა

აბზინდას ბალახი შეიცავს ანაბსინტინისა და აბსინტინის მწარეებს, ფლავონოიდებს, ეთეროვან ზეთებს, პიტონციდებს, ალკალოიდებს, ვიტამინებს (ასკორბინის მჟავას და პროვიტამინ A-ს), ორგანულ მჟავეებს (ვაშლის, ქარვის) და მთრიმლავ ნივთიერებებს.

ჩვენება

გამოიყენება მადის მოსამატებლად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. პაციენტებში, რომლებთაც აწუხებთ კუჭქვეშა ჯირკვლის და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებები, მცირდება ან სრულიად ქრება ტკივილი, უმჯობესდება მადა.

მიღების წესი

მიიღება თბილი სახით 100-120 მლ რაოდენობით დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ასკილის ნაყოფი

წამლის ფორმა

ასკილის ნაყოფი

შემადგენლობა

ასკილის ნაყოფი შეიცავს ასკორბინის მჟავას (6%-მდე), ვიტამინებს B1, B2, K, EPP, P, ფლავონოიდებს, კაროტინოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და ჰექტინის მჟავას, ლიმონის მჟავას, შაქარს, რკინას, მარილებს, მანგანუმს, მაგნიუმსა და კალციუმს.

ჩვენება

პრეპარატი გამოიყენება C და P ავიტამინოზების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, აგრეთვე მწვავე და ქრონიკული ინფექციების, ნეფრიტის, ჰეპატიტის, ათეროსკლეროზის, ენტეროკოლიტის, სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, დიათეზის, ჰემოფილიის, სისხლდენისა და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სამკურნალოდ.

მიღების წესი

მიიღება თბილი სახით 70-100 მლ რაოდენობით დღეში 2-3-ჯერ ჭამის შემდეგ. გემოს გასაუმჯობესებლად ნაყენს უმატებენ შაქარს ან ხილის სიროფს.

ხეჭრელას ქერქი

ფორმა

ხეჭრელას დაწვრილმანებული ქერქი

შემადგენლობა

ხეჭრელას ქერქი შეიცავს ფრანგულინის ანთრაგლიკოზიდებს, გლიკოფრანგულინს, ფრანგულაემოდინს, ქრიზოფანის მჟავებს, ეთეროვან ზეთებს, შაქარს, ალკალოიდებს და სხვა ქიმიურ ნაერთებს.

ჩვენებები

გამოიყენება ყაბზობის, ნაწლავების ატონიისა და ქრონიკული ყაბზობის სამკურნალოდ. მასში შემავალი ანთრაგლიკოზიდები აძლიერებენ ნაწლავების პერისტალტიკას. მცენარე ეფექტურია სპასტიური კოლიტების, ატონური შეკრულობის, ბუასილის, სწორი ნაწლავის ნახეთქების დროს.

მიღების წესი

ნაყენი მიიღება თბილი სახით 100-120 მლ ოდენობით დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.