სამკურნალო მცენარეები

ჭინჭრის ფოთოლი

წამლის ფორმა

დაწვრილმანებული ნედლეული

შემადგენლობა

ვიტამინი ჩ (0,1%-0,2%), კაროტინი, ვიტამინი K, მთრიმლავი ნივთიერებები, მინერალური მარილები.

ჩვენება

გამოიყენება ნაყენის სახით ფილტვებიდან, თირკმელებიდან, საშვილისნოდან და ნაწლავებიდან სისხლდენის შესაჩერებლად.

მიღების წესი და დოზირება

ნაყენი მიიღება 1/2-1/4 ჭიქის ოდენობით 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე  30 წუთით ადრე.

ძირტკბილას ფესვები

წამლის ფორმა

ძირტკბილას დაწვრილმანებული ფესვები.

შემადგენლობა

ძირტკბილას ფესვები და ფესურები შეიცავენ გლიცირიზინს, გლიცირიზინის მჟავას, კალიუმისა და კალციუმის მარილებს, აგრეთვე ფლავონოიდურ გლიკოზიდებს – ლიქვირიტინს, ლიქვირიტიგენებსა და ლიქვირიტოზიდებს. ვიტამინებს (ნაწილობრივ ასკორბინის მჟავას), პიგმენტებს, ეთეროვან ზეთებს, მწარეებსა და სხვა ნაერთებს

ჩვენება

გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი, შემომგარსველი, ხველის შემამსუბუქებელი და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალო საშუალება. ეფექტურია კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს.

მიღების წესი

მიიღება თბილი სახით 20-30 მლ რაოდენობით დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ქრისტესისხლას ბალახი

წამლის ფორმა

დაწვრილმანებული ნედლეული

შემადგენლობა

ალკალოიდები (ქელიდონინი, ჰომოქელიდონინი, სანგვინარინი, პროტოპინი, სპარტეინი), ფლავონოიდები, საპონინები, ორგანული მჟავები (ქელიდონის, ვაშლის, ლიმონის, ქარვის), ასკორბინის მჟავა, ეთერის ზეთი, ვიტამინი A.

ჩვენება

ჰეპატიტი, პოდაგრა, კანის დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღება ½1/2-1/3 ჭიქის ოდენობით 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების წინ.

შვიტას ბალახი

წამლის ფორმა

დაწვრილმანებული ნედლეული

შემადგენლობა

საპონინები, ალკალოიდები, ფლავონოიდები, ასკორბინის მჟავა, კაროტინი, ორგანული მჟავები (აკონიტური, ვაშლის, ღოლოს), ცხიმოვანი ზეთი, მინერალური მარილები, ფისი, მთრიმლავი ნივთიერებები, მწარეები, დიდი რაოდენობით სილიციუმის მჟავა.

ჩვენება

გულის მანკი, გულის ქრონიკული უკმარისობა, პიელიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, საშვილოსნოდან სისხლდენის კუპირება.

მიღების წესი და დოზირება

მიიღება ½ ½1/2 ან 1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღებიდან 1 საათის შემდეგ.