სამკურნალო მცენარეები

სიმინდის ულვაში

წამლის ფორმა

დაწვრილმანებული ნედლეული

შემადგენლობა

სიტოსტეროლი, სტიგმასტეროლი, ცხიმოვანი ზეთი, ეთერის ზეთი,საპონინები, მწარე გლიკოზიდური ნივთიერებები, ვიტამინი C, ვიტამინი K, გუმფისის მაგვარი და სხვა ნივთიერებები

ჩვენება

ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, ქოლესტაზური ჰეპატიტის, ჰიპოპროთრომბინემია, ენტეროკოლიტი, შეშუპება, ჰემორაგიული დიათეზი, საშვილოსნოდან სისხლდენა, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა, E ჰიპოვიტამინოზი, კანის დაავადებების მკურნალობა, ფართოდ გამოიყენება დიეტური კერძის მოსამზადებლად.

მიღების წესი და დოზირება

 მიიღება 10-20 მლ, დღეში ერთხელ ჭამამდე 3-4 საათით ადრე.

სინამაქის ფოთოლი

წამლის ფორმა

სინამაქის დაწვრილმანებული ფოთოლი

შემადგენლობა

სინამაქის ფოთოლი შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს (A და B სენიდინებს, რეინს, ალოე ემოდინს), რომელთა არსებობაც ფოთლებში განაპირობებს მცენარის ბიოლოგიურ აქტივობას. მცენარის გლიკოზიდების ძირითად აგლიკონს წარმოადგენს ალოე-ემოდინი. გარდა ამისა, მცენარეში აღმოჩენილია ორგანული მჟავები (პალმიტინის, ლინოლინის, სტეარინის და სხვა), გლიკოზიდები – კემპფეროლი და კემპფერინი, ალკალოიდები, სტერინები და სხვა.

ჩვენება

სინამაქის ფოთოლი გამოიყენება ყაბზობის დროს, რომელიც განპირობებულია ჰიპოტონიითა და მსხვილი ნაწლავის დუნე პერისტალტიკით. პრეპარატი ინიშნება სხვადასხვა ეტიოლოგიის ატონიური და სპასტიური ყაბზობის სამკურნალოდ.

მიღების წესი

ნაყენი მიიღება ნელთბილ მდგომარეობაში 70-100 მლ (ნახევარი ჭიქა) ოდენობით 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე. გვერდითი მოვლენების შემთხვევაში დოზა დგინდება ინდივიდუალურად.

სელის თესლი

წამლის ფორმა

მცენარეული ნედლეული.

შემადგენლობა

ცხიმოვანი სელის ზეთი (Oleum Lini), ლორწო.

ჩვენება

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე პარასამკურნალო საშუალება ნაწლავების დაავადებების, კოლიტების, ენტეროკოლიტების, მეტეორიზმის, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაავადებების დროს. გარეგანად გამოიყენება კომპრესების სახით ადგილობრივი ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

მიიღება 50-70 მლ რაოდენობით დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 კვირას.

სალბის ფოთოლი

წამლის ფორმა

სალბის დაწვრილმანებული ფოთოლი.

ჩვენება

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე პარასამკურნალო საშუალება ცხვირ-ხახის, პირის ღრუს და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს. გამოიყენება აგრეთვე საფენების სახით კანის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

მიიღება 30-50 მლ ოდენობით დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სავლების სახით გამოიყენება ნელთბილ მდგომარეობაში 100-200 მლ-ის ოდენობით დღეში 2-3-ჯერ.