სამკურნალო მცენარეები

ორკბილას ბალახი

წამლის ფორმა

დაწვრილმანებული ნედლეული.

შემადგენლობა

ბალახი შეიცავს ფლავონოიდებს, კაროტინოიდებს, მთრიმლავ და წარე ნივთიერებებს, აცეტილსალიცილის მჟავას, ეთერზეთებს, მიკროელემენტებს.

ჩვენება

დიათეზი, კანის ჩირქოვანი დაავადებები, პერორალურად მიიღება, როგორც დიურეზული და ოფლმდენი საშუალება გაცივების დროს.

მიღების წესი

მიიღება თბილი სახით 20-30 მლ რაოდენობით დღეში 2-3-ჯერ .

ნეგოს ყვავილი

წამლის ფორმა

დაწვრილმანებული ნედლეული.

შემადგენლობა

ეთერის ზეთი, ფლავონური გლიკოზიდები (სალიპუროზიდი, იზოსაიპუროზიდი, კემპფეროლი, აპიგენინი), ფისები, მღებავი ნივთიერებები, ვიტამინი K და ასკორბინის მჟავა.

ჩვენება

ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღვლმდენი გზების დისკინეზიები, ქრონიკული ჰეპატიტი

მიღების წესი და დოზირება

ნაყენი ადუღებული წყლით ივსება 200 მლ-მდე. მიიღება პერორალურად 1/2 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

მრავალძარღვას ფოთოლი

წამლის ფორმა

დაწვრილმანებული ნედლეული

შემადგენლობა

ვიტამინი C, პოლისაქარიდები რინანტინის გლიკოზიდი, კაროტინი, მთრიმლავი ნივთიერებები.

ჩვენება

ბრონქიტი, ყივანახველა, ბრონქული ასთმა, ტუბერკულოზი, ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ,ნაღრძობი, ჭრილობა, ფურუნკულები.

მიღების წესი და დოზირება

მიიღება 100-120 მლ დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე 10-15 წთ-ით ადრე….

მუხის ქერქი

წამლის ფორმა

დაწვრილმანებული ნედლეული

შემადგენლობა

პიროგალური ჯგუფის მთრიმლავი ნივთიერებები (10-20%), ჰალოს და ელაგის მჟავები, ფლავონოიდი კვერცეტინი, ფლობაფენი, ჰექტინები, პენტოზანები, ცილოვანი ნივთიერებები, სახამებელი.

ჩვენება

პრეპარატი გამოიყენება პირის ღრუს, ხახის, ხორხის, ანთებითი დაავადებების, სტომატიტების, გინგივიტების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

სავლებად გამოიყენება ნელ-თბილი ნახარში 6-8-ჯერ დღეში. გარეგანად გამოიყენება დამწვრობის დროს საფენების სახით.