სამკურნალო მცენარეები

მატიტელას ბალახი

წამლის ფორმა

მატიტელას დაწვრილმანებული ბალახი.

შემადგენლობა

ბალახი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, რომლებიც შედგებიან ტანინისა და სხვა ნაერთებისაგან, აგრეთვე შაქარს, ვიტამინებს (ასკორბინის მჟავა, რუტინი), ორგანულ მჟავებს, ლორწოებს, ეთეროვან ზეთებს, ფლობაფენებსა და ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდებს, კვარციტრინსა და ავიკულარინებს).

ჩვენება

გამოიყენება საშვილოსნოდან სისხლდენის (საშვილოსნოს ატონია, მენსტრუალური ციკლის დროს ჭარბი სისხლდენა), ბუასილის, ატონიური ყაბზობის დროს კომპლექსურ თერაპიაში.

მიღების წესი

მიიღება თბილი სახით 200 მლ ოდენობით დღეში 3-ჯერ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე ქრონიკული ატონიური ყაბზობის, ბუასილისა და საშვილოსნოდან სისხლდენის დროს.

კრაზანას ბალახი

წამლის ფორმა

დაქუცმაცებული ნედლეული

შემადგენლობა

მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები (რუტუნი, კვერცეტინი, ჰიპეროზიდი), აზულენი, ეთერის ზეთი, P და PP ვიტამინები, ქოლინი, ნიკოტინისა და ასკორბინის მჟავები.

ჩვენება

კრაზანას პრეპარატები გამოიყენება სანაღვლე გზების დისკინეზიის, ჰეპატიტის, ნაღვლის ბუშტში ნაღველის შეგუბების, ქოლეცისტიტის, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების საწყის ეტაპზე, გასტრიტების დროს სეკრეტორული უკმარისობისას, მეტეორიზმის, აგრეთვე თირკმელების ფილტრაციის უნარის დაქვეითებისას. სტომატოლოგიაში იგი გამოიყენება პირის ღრუს გამოსავლებლად, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

მიღების წესი

ნახარში მიიღება პერორალურად ჭამამდე 30 წთ-ით ადრე 50-70 მლ ჭიქის ოდენობით 3-ჯერ დღეში.

კატაბალახას ფესვები

წამლის ფორმა

დაქუცმაცებული ნედლეული

შემადგენლობა

პრეპარატი შეიცავს ეთერზეთებს (0,5-1%), მთრიმლავ ნივთიერებეს, თავისუფალ იზოვალერიანას მჟავას, ალკალოიდებს.

ჩვენება

მომატებული ნერვული აგზნებადობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმები.

მიღების წესი

მიიღება თბილი სახით 15-20 მლ რაოდენობით დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

თირკმლის ჩაის ფოთოლი

წამლის ფორმა

დაწვრილმანებული ნედლეული

შემადგენლობა

პრეპარატი შეიცავს ტრიტერპენულ საპონინებს, ორთოსიფონის გლიკოზიდებს, 5-6% მთრიმლავ ნივთიერებებს.

ჩვენება

პრეპარატი გამოიყენება თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების, რომლის თანმხლებია შეშუპება, ალბუმინურია, აზოტემია და საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებების, აგრეთვე ცისტიტის, ურეთრიტის, პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის, ქოლეცისტიტისა და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

მიღების წესი

მიიღება თბილი სახით 100-120 მლ რაოდენობით დღეში 2-3-ჯერ ჭამის შემდეგ.