სამკურნალო მცენარეები

თავშავას ბალახი

წამლის ფორმა

თავშავას დაწვრილმანებული ბალახი.

შემადგენლობა

ბალახი შეიცავს ეთეროვან ზეთებს, ფენოლებს, თიმოლს, გერანილაცეტატს, კარვაკროლს და სხვა არომატულ შენაერთებს, აგრეთვე ცხიმოვან ზეთებს, ასკორბინის მჟავასა და მთრიმლავ ნივთიერებებს.

ჩვენება

თავშავას ბალახი როგორც ცალკე, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში, ან კომპლექსურ პრეპარატებთან ერთად ინიშნება მადის გასაძლიერებლად, აგრეთვე საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორული უკმარისობის, ნაღვლმდენი გზების დისკინეზიისა და ქოლეცისტიტის, მეტეორიზმისა და ყაბზობის თანმხლები ენტეროკოლიტის სამკურნალოდ. მცენარე ინიშნება მწვავე ქრონიკული ბრონქიტის დროს როგორც ამოსახველებელი საშუალება, აგრეთვე ანგინას, ქრონიკული ტონზილიტისა და გინგივიტების სამკურნალოდ. თავშავას ნაყენი რეკომენდირებულია, როგორც სედატიური და კრუნჩხვების სამკურნალო საშუალება. იგი გამოიყენება აგრეთვე გარეგანად კომპრესის სახით კანის ჩირქოვანი დაავადებების და დიათეზის სამკურნალოდ.

მიღების წესი

ნაყენი მიიღება თბილი სახით 70-100მლ დღეში 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე. გვერდითი მოვლენების შემთხვევაში დოზა დგინდება ინდივიდუალურად.

ვირისტერფას ფოთოლი

წამლის ფორმა

დაწვრილმანებული ნედლეული

შემადგენლობა

ფოთოლი შეიცავს გლიკოზიდებს, ანულინს, ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, ორგანულ მჟავებს, სიტოსტერინებს, ლორწოებსა და სხვა ნივთიერებებს.

ჩვენება

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში ლარინგიტების, ტრაქეიტების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, აგრეთვე საფენების, კომპრესების და აბაზანების სახით ინფიცირებული ჭრილობების, ფურუნკულოზის, კანის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

მიღების წესი

მიიღება თბილი სახით 50-70 მლ რაოდენობით დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე ერთი საათით ადრე, როგორც ამოსახველებელი საშუალება.

ვარდკაჭაჭას ბალახი

წამლის ფორმა

დაქუცმაცებული ნედლეული.

შემადგენლობა

ნედლეული შეიცავს მწარე ნივთიერება ინტიბინს (0.10-0.20%), ფრუქტოზა 4, 5-9.5% ლევოკოზას 10-20%, პენტოზანებს 4,7-6,5%, 20%-მდე.

ჩვენება

რეფლექსურად აძლიერებს კუჭ-ნაწლავის სეკრეციას და პერისტალტიკას, არეგულირებს დეფეკაციის პროცესს, ზრდის მადას, გააჩნია ჰიპოგლიკემიური მოქმედება 200-300 გ ნედლეულის მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე მცირდება 18-44%-ით. ასეთივე ეფექტი მიიღწევა ვარდკაჭაჭას ფოთლების წვენის მიღებისას. ასთმასთან ერთად, ვარდკაჭაჭა ერთ-ერთი უმთავრესი მცენარეა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების მკურნალობის დროს. იგი აძლიერებს ნაღნლის ბუშტის სეკრეციას. განსაკუთრებით ეფექტურია მისი გამოყენება პორტალური შეგუბების დროს.

მიღების წესი

მიიღება თბილი სახით 50-70 მლ რაოდენობით დღეში 2-3-ჯერ ჭამის შემდეგ.

ევკალიპტის ფოთოლი

წამლის ფორმა

დაქუცმაცებული ნედლეული

შემადგენლობა

ეთერის ზეთი (1-3%), მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, მწარეები და სხა ნივთიერებები.

დანიშნულება

პრეპარატი გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ლარინგიტების, ტრაქეიტების, ახალი ინფიცირებული ჭრილობების, ქალთა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების, აბსცესების, ფლეგმონების, ჩირქოვანი მასტიტების სამკურნალოდ; აგრეთვე გინგივიტების, სტომატიტების, ანგინას დროს როგორც სავლები საშუალება.

მიღების წესი და დოზირება

მიიღება ¼ თბილი ნახარშის სახით 1/4 ჭიქა, 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, როგორც ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. საინჰალაციოდ და ყელში გამოსავლებლად გამონახარშის 1 სუფრის კოვზს აზავებენ 1 ჭიქა წყალში.