სამკურნალო მცენარეები

გულყვითელას ყვავილი

წამლის ფორმა

დაწვრილმანებული ნედლეული.

შემადგენლობა

პრეპარატი შეიცავს კალენდენს, საპონინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, სალიცილის მჟავას.

ჩვენება

ანგინა, პირის ღრუს ანთებითი დაავადებები.

მიღების წესი

მიიღება თბილი სახით 50-70 მლ რაოდენობით დღეში 2-3-ჯერ ჭამის შემდეგ

გვირილას ყვავილი

წამლის ფორმა

დაქუცმაცებული ნედლეული

შემადგენლობა

პრეპარატი შეიცავს ტერპენულ ლაქტონებს (მატრიცინს, მატრიკორეინს), ეთერზეთებს (0,1-0.5%), აზულენს, ფლავონოიდურ გლიკოზიდებს, კუმარინებს, ორგანულ მჟავებს.

ჩვენება

პრეპარატი გამოიყენება პირის ღრუს ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ (სტომატიტი, გინგივიტის, ტონზილიტი, ანგინა), აგრეთვე მწვავე და ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, კოლიტი, ენტეროკოლიტი, ღვიძლის და სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებები. პრეპარატი ბუასილის, კოლიტისა და ენტეროკოლიტის შემთხვევაში გამოიყენება მიკროოყნების სახით.

მიღების წესი და დოზირება

მიიღება 50-100 მლ-ის ჭიქის ოდენობით 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ. გარეგანი ხმარებისას პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად.

არყის ხის კვირტები

წამლის ფორმა

არყის ხის დაქუცმაცებული კვირტები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ნაღვლმდენი და შარდმდენი პარასამკურნალო საშუალება

ჩვენება

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე პარასამკურნალო საშუალება სასუნთქი გზების დაავადებების, გულის უკმარისობის დროს. ახასიათებს აგრეთვე შარდმდენი და ნაღვლმდენი თვისებები. არყის ხის კვირტების გამონაცემი საფენების სახით გამოიყენება კანის დაავადებების დროს, კეთდება კომპრესები ართრიტებისა და რევმატიზმების დროს.

მიღების წესი და დოზირება

მიიღება თბილი სახით 70-100 მლ რაოდენობით დღეში 3-ჯერ ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.