ხსნარები

იოდის სპირტხსნარი 5%

წამლის ფორმა

ხსნარი.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება იოდი – 5გ.

ჩვენება

გარეგანად: ჭრილობების, მიკროტრავმების, დაჟეჟილობებისას, საოპერაციო არის დასამუშავებლად, მიოზიტებისა და ნევრალგიებისას, ანთებითი ინფილტრატებისას.

შიგნით მისაღებად: ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, სიფილისის დროს (მესამეული), ჰიპერთირეოზის, ენდემური ჩიყვისას, ვერცხლიწყლითა და ტყვიით მოწამვლის დროს.

გამოყენების წესი და დოზირება

გარეგანად: გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური და ადგილობრივი გამაღიზიანებელი საშუალება კანის დაზიანებულ ან მტკივნეულ უბნებზე წასასმელად.

პერორალურად: იოდის სპირტიან ხსნარს ღებულობენ ჭამის შემდეგ რძესთან ერთად! ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 1-10 წვეთი 1-2-ჯერ დღეში 30 დღის განმავლობაში (კურსის გამეორება საჭიროა წელიწადში 2-3-ჯერ). ათეროსკლეროზის მკურნალობის მიზნით _ 10-12 წვეთი 3-ჯერ დღეში, სიფილისის დროს – 5-50 წვეთი 2-3ჯერ დღეში.  შიგნით მიღებისას მოზრდილთათვის უმაღლესი ერთჯერადი დოზა – 20 წვეთი, უმაღლესი სადღეღამისო დოზა – 60 წვეთი.  ბავშვებისთვის – 3-5-წვეთი 2-3-ჯერ დღეში. 5 წლამდე ბავშვებს არ ენიშნებათ.

ბრილიანტის მწვანე 1%

წამლის ფორმა

სპირტიანი ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის.

შემადგენლობა

ბრილიანტის მწვანე – 1გ, ეთილის სპირტი 60% – 100მლ-მდე.

ჩვენება

პრეპარატი გამოიყენება გარეგანად კანის  მსუბუქი ჩირქოვან-ანთებითი პროცესების დროს (პიოდერმია, ფურუნკულოზი, კარბუნკულოზი, ბლეფარიტი), ასევე საოპერაციო მიდამოს, ოპერაციებისა და ტრავმების შემდეგ კანის საფარის დასამუშავებლად.
გამოყენების წესი და დოზირება: გარეგანად.  ხსნარს დაიტანენ დაზიანებულ ზედაპირზე და მის ირგვლივ ჯანმრთელ ქსოვილებზე.

გამოყენების წესი და დოზირება

გარეგანად: ხსნარს დაიტანენ დაზიანებულ ზედაპირზე და მის ირგვლივ ჯანმრთელ ქსოვილებზე.