ზეთები

ქაცვის ზეთი

წამლის ფორმა

ზეთი

შემადგენლობა

1გ ზეთი შეიცავს კაროტინოიდებს ჯამს (გადათვლით ბეტა კაროტინზე) არანაკლებ 50 მგ-სა.

ჩვენება

გამოიყენება როგორც პარასამკურნალო საშუალება კანის და ლორწოვანი გარსის სხივური დაზიანების, კოლპიტის, ენდოცერვიტის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ჰიპერაციდული გასტრიტის, პირის ღრუს მწვავე და ქრონიკული ეროზიული დაზიანების, ფარინგიტის, ლარინგიტის, ქრონიკული კოლიტის, ჰემოროის, პროქტიტის. ათეროსკლეროზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

მიღების წესი

ადგილობრივად ზეთოვანი კომპრესების სახით დღეში ერთჯერ (გრანულაციის წარმოშობამდე). გინეკოლოგიაში გამოიყენება ტამპონების სახით (10-15 მლ ერთ ტამპონზე) ან წასასმელად დღეში ერთჯერ. კოლპიტების მკურნალობის კურსი 10-15 პროცედურა, ენდოცერვიტის და ეროზიის – 8-12 პროცედურა. პირის ღრუს დაავადებების დროს გამოიყენება აპლიკაციების სახით. მკურნალობის კურსი 10-15 პროცედურა. პერორალურად მიღების დროს 1 ჩაის კოვზი ჭამადე 1 სთ-ით ადრე დღეში 2-3-ჯერ. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას 1 ჩაის კოვზი დღეში სამჯერ ჭამამდე 30-40 წთ-ით ადრე და 1 ჩაის კოვზი ძილის წინ. მკურნალობის კურსი 25-30 დღე. რექტალურად შეყავთ მიკროოყნის სახით 0.5 გ დღეში ორჯერ. მკურნალობის კურსი 10-15 დღე.