Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
აბზინდას ბალახი – დესა

აბზინდას ბალახი

ასკილის ნაყოფი
აპრილი 4, 2017
ფარსმანდუკის ბალახი
ივლისი 3, 2017

აბზინდას ბალახი (Herba  Artemisiae  Absinthii)

წამლის ფორმა

აბზინდას დაწვრილმანებული ნედლეული

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ნერვული დაბოლოვებების გამაღიზიანებელი ფიტოტერაპიული საშუალება.

შემადენლობა

აბზინდას ბალახი შეიცავს ანაბსინტინისა და აბსინტინის მწარეებს, ფლავონოიდებს, ეთეროვან ზეთებს, პიტონციდებს, ალკალოიდებს, ვიტამინებს (ასკორბინის მჟავას და პროვიტამინ A-ს), ორგანულ მჟავეებს (ვაშლის, ქარვის) და მთრიმლავ ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

აბზინდას ბალახი, ისევე როგორც ყველა მწარეები რეფლექსურად ასტიმულირებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას, აძლიერებენ ნაღვლდენას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას. აღნიშნული ეფექტი განპირობებულია აღგზნების მომატებითა და საკვებისგან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ნეირორეცეპტორების გაღიზიანებით. Aაბზინდას ბალახში შემავალი ტერპენოიდული ნაერთები ახდენენ გამოხატულ ანთების საწინააღნდეგო მოქმედებას, ასტიმულირებენ რეტიკოლოენდოთელური სისტემის ფუნქციას და ფაგოციტურ აქტივობას.
აბზინდას ეთეროვანი ზეთები თავისი ფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოს დგანან ქაფურის თვისებებთან, რომელსაც გააჩნია კარდიომასტიმულირებელი მოქმედება, იგი აღაგზნებს ცნს-ას.

ჩვენება

გამოიყენება მადის მოსამატებლად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. პაციენტებში, რომლებთაც აწუხებთ კუჭქვეშა ჯირკვლის და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებები, მცირდება ან სრულიად ქრება ტკივილი, უმჯობესდება მადა.

უკუჩვენება

არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები

მცენარის ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია მსუბუქი ფორმის ინტოქსიკაცია, მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია აღინიშნოს ცენტრალური ხასიათის ზოგადი ტოქსიკური მოვლენები ჰალუცინაციებითა და კრუნჩხვებით.

მომზადების წესი

10გ (ორი სუფრის კოვზი) ნედლეულს ათავსებენ ემალის ჭურჭელში, ამატებენ 200მლ მდუღარე წყალს, აცხელებენ 15-20 წუთის განმავლობაში, აგრილებენ ოთახის ტემპერატურაზე. მიღებულ ნაყენს ფილტრავენ დოლბანდის 2-3 შრეში, წურავენ და გადადუღებული წყლით ავსებენ 200-მლ-მდე. მომზადებული ნაყენი ვარგისია 48 საათის განმავლობაში.

მიღების წესი

მიიღება თბილი სახით 100-120 მლ რაოდენობით დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა

2 წელი

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, ინსტრუქციის შესაბამისად

გამოშვების ფორმა

50 გრ მცენარე მუყაოს კოლოფში

Online Drugstore, order cialis black, Free shipping, super avana buy, Discount 10%