Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ასკილის ნაყოფი – დესა

ასკილის ნაყოფი

იოდის სპირტხსნარი 5%
აპრილი 4, 2017
აბზინდას ბალახი
ივლისი 3, 2017

ასკილის ნაყოფი (Fructus Rosae)

წამლის ფორმა

ასკილის ნაყოფი

შემადგენლობა

ასკილის ნაყოფი შეიცავს ასკორბინის მჟავას (6%-მდე), ვიტამინებს B1, B2, K, EPP, P, ფლავონოიდებს, კაროტინოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და ჰექტინის მჟავას, ლიმონის მჟავას, შაქარს, რკინას, მარილებს, მანგანუმს, მაგნიუმსა და კალციუმს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

პოლივიტამინური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი ორგანიზმში არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს, მონაწილეობს არომატული ამინომჟავების ჟანგვით პროცესში, იგი ააქტიურებს რიგ ფერმენტებს, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედების მიმართ. Aასკილის ნაყოფი აძლიერებს ქსოვილის რეგენერაციის უნარს, ჰორმონების სინთეზს, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ნაღვლმდენი და დიურეზული თვისებები.

ჩვენება

პრეპარატი გამოიყენება C და P ავიტამინოზების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, აგრეთვე მწვავე და ქრონიკული ინფექციების, ნეფრიტის, ჰეპატიტის, ათეროსკლეროზის, ენტეროკოლიტის, სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, დიათეზის, ჰემოფილიის, სისხლდენისა და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სამკურნალოდ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დასშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

განსაკუთრებული მითითებები

არ არის დადგენილი

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებზე, არ არსებობს.

ჭარბი დოზა

არ არის დადგენილი.

უკუჩვენება

არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები

არ არის დადგენილი.

მომზადების წესი

10გ (ორი ჩაის კოვზი) ნედლეულს ათავსებენ ემალის ჭურჭელში, ამატებენ 200მლ მდუღარე წყალს, აცხელებენ 15-20 წუთის განმავლობაში, აგრილებენ ოთახის ტემპერატურაზე. მიღებულ ნაყენს ფილტრავენ დოლბანდის 2-3 შრეში, წურავენ და გადადუღებული წყლით ავსებენ 200-მლ-მდე. მომზადებული ნაყენი ვარგისია 48 საათის განმავლობაში.

მიღების წესი

მიიღება თბილი სახით 70-100 მლ რაოდენობით დღეში 2-3-ჯერ ჭამის შემდეგ. გემოს გასაუმჯობესებლად ნაყენს უმატებენ შაქარს ან ხილის სიროფს.

შენახვის პირობები

მცენარე ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა

2 წელი.

გამოშვების ფორმა

100 გ მოთავსებული მუყაოს კოლოფში

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, ინსტრუქციის შესაბამისად

Online Drugstore, order cialis black, Free shipping, super avana buy, Discount 10%