Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ბრილიანტის მწვანე 1% – დესა

ბრილიანტის მწვანე 1%

ქაცვის ზეთი
აპრილი 4, 2017
იოდის სპირტხსნარი 5%
აპრილი 4, 2017

ბრილიანტის მწვანე 1% (Solution Viridis Nitentis Spirituosae 1%)

წამლის ფორმა

სპირტიანი ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის.

შემადგენლობა

ბრილიანტის მწვანე – 1გ, ეთილის სპირტი 60% – 100მლ-მდე.

აღწერა

ინტენსიური მწვანე ფერის გამჭვირვალე სითხე სპირტის დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტისეპტიკური საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ბრილიანტის მწვანე აქტიურია გრამდადებითი მიკრობების მიმართ, არ ახასიათებს გამაღიზიანებელი მოქმედება

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი მცირედ შეიწოვება დაზიანებული ზედაპირიდან, არ შეიწოვება დაუზიანებელი უბნიდან.

ჩვენება

პრეპარატი გამოიყენება გარეგანად კანის  მსუბუქი ჩირქოვან-ანთებითი პროცესების დროს (პიოდერმია, ფურუნკულოზი, კარბუნკულოზი, ბლეფარიტი), ასევე საოპერაციო მიდამოს, ოპერაციებისა და ტრავმების შემდეგ კანის საფარის დასამუშავებლად.

გამოყენების წესი და დოზირება

გარეგანად.: ხსნარს დაიტანენ დაზიანებულ ზედაპირზე და მის ირგვლივ ჯანმრთელ ქსოვილებზე.

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები (ქავილი, ჭინჭრის ციება).  ხსნარის თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას იწყება წვა, ცრემლდენა, შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობები.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატმა ლორწოვან გარსზე მოხვედრისას, შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანის  გაღიზიანება, წვის შეგრძნება, დამწვრობა.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

შეუთავსებელია სადეზინფექციო საშუალებებთან, რომელთა შემადგენლობაში შედის აქტიური იოდი, ამიაკი, ტუტეები.

გამოშვების ფორმა

10 მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ფლაკონებში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვარგისობის ვადა

2 წელი.

შენახვის პირობები

ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
Online Drugstore, order cialis black, Free shipping, super avana buy, Discount 10%