Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ჭინჭრის ფოთოლი – დესა

ჭინჭრის ფოთოლი

ძირტკბილას ფესვები
აპრილი 4, 2017
ხეჭრელას ქერქი
აპრილი 4, 2017

ჭინჭრის ფოთოლი (Folia Urticae)

წამლის ფორმა

დაწვრილმანებული ნედლეული

შემადგენლობა

ვიტამინი C (0,1%-0,2%), კაროტინი, ვიტამინი K, მთრიმლავი ნივთიერებები, მინერალური მარილები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჰემოსტაზური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისება

ჭინჭარი ხასიათდება სისხლდენის შემაჩერებელი და სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედებით.

ჩვენება

გამოიყენება ნაყენის სახით ფილტვებიდან, თირკმელებიდან, საშვილისნოდან და ნაწლავებიდან სისხლდენის შესაჩერებლად.

მომზადების წესი

10გ ნედლეულს ათავსებენ ემალის ჭურჭელში, უმატებენ 200მლ წყალს, აცხელებენ ადუღებული წყლის აბაზანაზე 15 წთ, შემდეგ აგრილებენ, ფილტრავენ, წურავენ და ავსებენ გადადუღებული წყლით 200 მლ-მდე.

მიღების წესი და დოზირება

ნაყენი მიიღება 1/2-1/4 ჭიქის ოდენობით 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დასშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

განსაკუთრებული მითითებები

არ არის დადგენილი

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

გამოიყენება

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებზე, არ არსებობს

უკუჩვენება

არ არის დადგენილი

გვერდითი მოვლენები

არ არის დადგენილი

ვარგისიანობის ვადა

2 წელი

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, ინსტრუქციის შესაბამისად

გამოშვების ფორმა

50 გ მოთავსებული მუყაოს კოლოფში

Online Drugstore, price cialis black, Free shipping, buy apcalis sx, Discount 10%