Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ძირტკბილას ფესვები – დესა

ძირტკბილას ფესვები

ქრისტესისხლას ბალახი
აპრილი 4, 2017
ჭინჭრის ფოთოლი
აპრილი 4, 2017

ძირტკბილას ფესვები (Radices Glycyrrhizae)

წამლის ფორმა

ძირტკბილას დაწვრილმანებული ფესვები.

შემადგენლობა

ძირტკბილას ფესვები და ფესურები შეიცავენ გლიცირიზინს, გლიცირიზინის მჟავას, კალიუმისა და კალციუმის მარილებს, აგრეთვე ფლავონოიდურ გლიკოზიდებს – ლიქვირიტინს, ლიქვირიტიგენებსა და ლიქვირიტოზიდებს. ვიტამინებს (ნაწილობრივ ასკორბინის მჟავას), პიგმენტებს, ეთეროვან ზეთებს, მწარეებსა და სხვა ნაერთებს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ამოსახველებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ძირტკბილას ამოსახველებელი თვისებები განპირობებულია მის ფესვებში შემავალი ნივთიერებების მოქმედებით. გლიცირიზინი ასტიმულირებს ტრაქეისა და ბრონქების ეპითელიუმის აქტივობას, აგრეთვე აძლიერებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ ფუნქციას. პრეპარატი გლუვ კუნთებზე ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას, რაც განპირობებულია ფლავონური ნაერთების, კერძოდ ლიქვირიტოზიდის არსებობით. ძირტკბილას ფესვების მნიშვნელოვან ფარმაკოლოგიურ თვისებას წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება,რომელიც გამოწვეულია მასში ჰისტამინის, სეროტონინის და ბრადიკინინის შემცველობით. გლიცირიზინის ჰიდროლიზის შედეგად. G თავისუფლდება გლიცირიზინის მჟავა, რომელიც ორგანიზმში განიცდის მეტაბოლისმს და ავლენს კორტიკოსტეროიდულ მოქმედებას.

ჩვენება

გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი, შემომგარსველი, ხველის შემამსუბუქებელი და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალო საშუალება. ეფექტურია კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს.

უკუჩვენება

არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები

არ არის დადგენილი.

მომზადების წესი

მკურნალობის წარმატება ბევრად არის დამოკიდებული წამლის სწორად მომზადებაზე. სახლის პირობებში 10გ (ერთი სუფრის კოვზი) ნედლეულს ათავსებენ ემალის ჭურჭელში, ამატებენ 200მლ მდუღარე წყალს, აცხელებენ 15-20 წუთის განმავლობაში, აგრილებენ ოთახის ტემპერატურაზე. მიღებულ ნაყენს ფილტრავენ დოლბანდის 2-3 შრეში, წურავენ და გადადუღებული წყლით ავსებენ 200-მლ-მდე. მომზადებული ნაყენი ვარგისია 48 საათის განმავლობაში.

მიღების წესი

მიიღება თბილი სახით 20-30 მლ რაოდენობით დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა

5 წელი.

გამოშვების ფორმა

50გ მუყაოს კოლოფში

Online Drugstore, price cialis black, Free shipping, buy apcalis sx, Discount 10%