Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ფარსმანდუკის ბალახი – დესა

ფარსმანდუკის ბალახი

აბზინდას ბალახი
ივლისი 3, 2017

ფარსმანდუკის ბალახი (Herba Achilleae Millefolii)

წამლის ფორმა

ფარსმანდუკის დაწვრილმანებული ნედლეული

შემადგენლობა

ვიტამინი K, სესკვიტერპენები, ეთერის ზეთი (1 %-მდე), აქილეინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, აპიგენინისა და ლუტეოლინის გლიკოზიდები, კაროტინები, ასკორბინის მჟავა, მწაარეები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჰემოსტაზური ფიტოტერაპიული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისება

მცენარე ნაწლავების გლუვ კუნთებზე, საშარდე და სანაღვლე გზებზე ახდენს სპაზმოლიზურ, დიურეზულ და კოაგულაციურ მოქმედებას. Pფიტოპრეპარატის სისხლდენის შემაჩერებელ ეფექტს საფუძვლად უდევს თრომბოციტების რიცხვის ზრდა და სისხლდენის დროის ხანგრძლივობის შემცირება.

ჩვენება

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც ფიტოპრეპარატი ანთებითი პროცესების, ფიბრომიომებით გამოწვეული საშვილოსნოდან სისხლდენის, აგრეთვე ჰემოროიდული სისხლდენის დროს. P ხშირად ინიშნება ჭინჭრის ფოთლების ექსტრაქტთან კომბინაციაში. Pგამოიყენება აგრეთვე კუჭის წვენის დაქვეითებული სეკრეციით მიმდინარე გასტრიტების, სპასტიური კოლიტის, მეტეორიზმის სამკურნალოდ.

უკუჩვენება

ორსულობის დროს მიღება რეკომნდებული არ არის.

გვერდითი მოვლენები

არ არის დადგენილი.

მომზადების წესი

15გ (2 ჩაის კოვზი) ნედლეულს ათავსებენ ემალის ჭურჭელში,ამატებენ 200მლ (1 ჭიქა) ადუღებულ წყალს, ახურავენ თავსახურს და აცხელებენ 15 წთ-ის განმავლობაში მდუღარე წყლის აბაზანაზე, აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ ფილტრავენ, ხოლო დარჩენილ მასას წურავენ. მიღებული გამონახარშის მოცულობას ადუღებული წყლით ავსებენ 200მლ-მდე.

მიღების წესი

მიიღება თბილი სახით, პერორალურად, 1/2 ჭიქის ოდენობით 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე

ვარგისიანიბის ვადა

3 წელი

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

შეფუთვა

50გ დაქუცმაცებული ბალახი შეფუთვაში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, ინსტრუქციის შესაბამისად

Online Drugstore, order cialis black, Free shipping, super avana buy, Discount 10%