Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
კატაბალახას ნაყენი – დესა

კატაბალახას ნაყენი

ხეჭრელას ქერქი
აპრილი 4, 2017
პიტნის ნაყენი
აპრილი 4, 2017

კატაბალახას ნაყენი (Tinctura Valerianae)

ფორმა

ნაყენი

შემადგენლობა

კატაბალახას ფესვები ფესურებით დაწვრილმანებული 5.0 გ. ეთანოლი 70%-ის საკმარისი რაოდენობით 25 მლ ნაყენის მისაღებად.
კატაბალახას ფესვები და ფესურები შეიცავს ეთერზეთებს, რომლის ძირითადი ნაწილია რთული ეთერი ბორნეოლი და იზოვალერიანის მჟავა, ალკალოიდები (ვალერინი და ხატინინი), მთრიმკავი ნივთიერებები, შაქარი, ორგანული მჟავები ( პალმიტინის, სტეარინის, ძმრის, ჭიანჭველის, ვაშლის და სხვა). მედიცინაში იყენებენ მუქი-მოწითალო გამჭვირვალე სითხეს, დამახასიათებელი არომატული სუნითა და მოტკბო- მომწარო სასიამოვნო გემოთი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

დამამშვიდებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, აძლიერებს სხვა საძილე საშუალებების მოქმედებას. თვითონ მას ძილის მომგვრელი მოქმედება არ გააჩნია, მაგრამ აადვილებს და აღრმავებს ბუნებრივი ძილის პროცესს. ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება.

ჩვენება

კატაბალახას ნაყენი გამოიყენება, როგორც დამამშვიდებელი საშუალება ნერვული აგზნების, უძილობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმის დროს.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებს ენიშნებათ 20-30 წვეთი ერთ მიღებაზე 3-4-ჯერ დღეში. ბავშვებს ერთ მიღებაზე იმდენი წვეთი, რამდენი წლისაცაა ბავშვი.

წინააღმდეგ ჩვენება

მომატებული მგრძნობელობა კატაბალახას მიმართ.

ჭარბი დოზირება

არ არის გამოვლენილი

განსაკუთრებული მითითებანი

პრეპარატი შეიცავს 62% ალკოჰოლს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს კოორდინციის და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დარღვევა.

გვერდითი მოვლენები

ხანგრძლივი მიღების ან დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ღებინება, საერთო სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, ტაქიკარდია, პოლიურია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აძლიერებს საძილე პრეპარატების, ანალგეტიკების და სხვა ნეიროტროპული, დამამშვიდებელი საშუალებების მოქმნედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

არ გამოიყენება

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო ტრანსპორტის მართვის და იმ სამუშაობის შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

შენახვის ვადა

3 წელი.

გაცემის წესი

ურეცეპტოდ

შენახვის პირობები

ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას

შეფუთვა

25 მლ ნაყენი ნარინჯისფერი მინის ან პლასტმასის საწვეთურიან ფლაკონებში
Online Drugstore, order cialis black, Free shipping, super avana buy, Discount 10%