Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ხეჭრელას ქერქი – დესა

ხეჭრელას ქერქი

ჭინჭრის ფოთოლი
აპრილი 4, 2017
კატაბალახას ნაყენი
აპრილი 4, 2017

ხეჭრელის ქერქი (Cortex Frangulae)

შემადგენლობა

ხეჭრელას ქერქი შეიცავს ფრანგულინის ანთრაგლიკოზიდებს, გლიკოფრანგულინს, ფრანგულაემოდინს, ქრიზოფანის მჟავებს, ეთეროვან ზეთებს, შაქარს, ალკალოიდებს და სხვა ქიმიურ ნაერთებს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საფაღარათო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ხეჭრელას სპეციფიკური საფაღარათო მოქმედება პირველ რიგში განპირობებულია ანთრაგლიკოზიდებითა და ქრიზოფანის მჟავას მოქმედებით. ხეჭრელას საფაღარათო მოქმედება ვლინდება ჩვეულებრივ მიღებიდან 8-12 სთ-ის შემდეგ.

ჩვენებები

გამოიყენება ყაბზობის, ნაწლავების ატონიისა და ქრონიკული ყაბზობის სამკურნალოდ. მასში შემავალი ანთრაგლიკოზიდები აძლიერებენ ნაწლავების პერისტალტიკას. მცენარე ეფექტურია სპასტიური კოლიტების, ატონური შეკრულობის, ბუასილის, სწორი ნაწლავის ნახეთქების დროს.

უკუჩვენება

არ არის დადგენილი

გვერდითი მოვლენები

ხეჭრელას ჭარბი დოზით მიღებისას შესაძლებელია მუცლის არეში ჭვალის მსგავსი ტკივილები და დისკომფორტი.

მომზადების წესი

მკურნალობის წარმატება ბევრად არის დამოკიდებული წამლის სწორად მომზადებაზე. სახლის პირობებში 20გ (ორი სუფრის კოვზი) ნედლეულს ათავსებენ ემალის ჭურჭელში, ამატებენ 200მლ მდუღარე წყალს, აცხელებენ 30 წუთის განმავლობაში, აგრილებენ ოთახის ტემპერატურაზე. მიღებულ ნაყენს ფილტრავენ დოლბანდის 2-3 შრეში, წურავენ და გადადუღებული წყლით ავსებენ 200-მლ-მდე. მომზადებული ნაყენი ვარგისია 48 საათის განმავლობაში.

მიღების წესი

ნაყენი მიიღება თბილი სახით 100-120 მლ ოდენობით დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა

5 წელი.

Online Drugstore, order cialis black, Free shipping, super avana buy, Discount 10%