Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
კრაზანას ბალახი – დესა

კრაზანას ბალახი

კატაბალახას ფესვები
აპრილი 4, 2017
მატიტელას ბალახი
აპრილი 4, 2017

კრაზანას ბალახი (Herba Hyperici)

წამლის ფორმა

დაქუცმაცებული ნედლეული

შემადგენლობა

მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები (რუტუნი, კვერცეტინი, ჰიპეროზიდი), აზულენი, ეთერის ზეთი, P და PP ვიტამინები, ქოლინი, ნიკოტინისა და ასკორბინის მჟავები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სპაზმოლიზური, მთრიმლავი და შემომგარსველი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისება

პრეპარატს გააჩნია მოქმედების მრავალმხრივი სპექტრი. იგი ნაღვლის სადინარების, შარდსაწვეთისა და სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას, ზრდის ნაღვლის სეკრეციას და ამცირებს ქოლესტაზის მოვლენებს, ამცირებს ნაღვლის კონკრემენტების წარმოქმნის შესაძლებლობას, ხოლო მთრიმლავი ნივთიერებები ავლენენ მცირედ გამოხატულ შემომგარსველ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჩვენება

კრაზანას პრეპარატები გამოიყენება სანაღვლე გზების დისკინეზიის, ჰეპატიტის, ნაღვლის ბუშტში ნაღველის შეგუბების, ქოლეცისტიტის, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების საწყის ეტაპზე, გასტრიტების დროს სეკრეტორული უკმარისობისას, მეტეორიზმის, აგრეთვე თირკმელების ფილტრაციის უნარის დაქვეითებისას. სტომატოლოგიაში იგი გამოიყენება პირის ღრუს გამოსავლებლად, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

უკუჩვენება

არ არის დადგენილი

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მადის დაქვეითება, პირის ღრუში სიმწარის შეგრძნება, ღვიძლის მიდამოში სიმძიმის შეგრძნება, ყაბზობა, ფოტოსენსიბილიზაცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დასშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

განსაკუთრებული მითითებები

არ არის დადგენილი

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

გამოიყენება

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებზე, არ არსებობს.

ჭარბი დოზა

არ არის დადგენილი

მომზადების წესი

10 გ ნედლეულს ათავსებენ ემალის ჭურჭელში, ამატებენ 200 მლ ადუღებულ წყალს, ახურავენ თავსახურს და აცხელებენ წყლის აბაზანაზე 10 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე. ნახარშს ფილტრავენ, ხოლო დარჩენილ მასას წურავენ. მიღებული გამონახარშის მოცულობა გადადუღებელი წყლით აყავთ 200 მლ-მდე.

მიღების წესი

ნახარში მიიღება პერორალურად ჭამამდე 30 წთ-ით ადრე 50-70 მლ ჭიქის ოდენობით 3-ჯერ დღეში.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ,  გრილ ადგილას.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, ინსტრუქციის შესაბამისად

გამოშვების ფორმა

50 გ მოთავსებული მუყაოს კოლოფში

Online Drugstore, buy cialis black online, Free shipping, Indinavir buy online, Discount 10%