Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4192
მუხის ქერქი – დესა

მუხის ქერქი

მატიტელას ბალახი
აპრილი 4, 2017
მრავალძარღვას ფოთოლი
აპრილი 4, 2017

მუხის ქერქი (Cortex Quercus)

წამლის ფორმა

დაწვრილმანებული ნედლეული

შემადგენლობა

პიროგალური ჯგუფის მთრიმლავი ნივთიერებები (10-20%), ჰალოს და ელაგის მჟავები, ფლავონოიდი კვერცეტინი, ფლობაფენი, ჰექტინები, პენტოზანები, ცილოვანი ნივთიერებები, სახამებელი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

მთრიმლავი და შემომგარსველი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისება

პრეპარატი ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების და დამწვრობის დროს ავლენს შემომგარსველ მოქმედებას. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობენ პათოგენური მიკროორგანიზმებიდან პროტოპლაზმური ცილების დენატურაციას, რაც იწვევს მათი განვითარების დათრგუნვას ან დაღუპვას.

ჩვენება

პრეპარატი გამოიყენება პირის ღრუს, ხახის, ხორხის, ანთებითი დაავადებების, სტომატიტების, გინგივიტების სამკურნალოდ.

მომზადების წესი

20 გრამი ნედლეული თავსდება ემალირებულ ჭურჭელში, ემატება 200 მლმდუღარე წყალი და თავსდება მდუღარე წყლის აბაზანაზე 30 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ აგრილებენა ოთახის ტემპერატურაზე და ფილტრავენ. მიღებულ ნახარშს ავსებენ ადუღებული წყლით 200 მლ-მდე.

მიღების წესი და დოზირება

სავლებად გამოიყენება ნელ-თბილი ნახარში 6-8-ჯერ დღეში. გარეგანად გამოიყენება დამწვრობის დროს საფენების სახით

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დასშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

განსაკუთრებული მითითებები

არ არის დადგენილი

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

გამოიყენება

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებზე, არ არსებობს.

ჭარბი დოზა

არ დაფიქსირებულა

უკუჩვენება

არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები

არ არის დადგენილი.

ვარგისიანობის ვადა

5 წელი.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, ინსტრუქციის შესაბამისად

გამოშვების ფორმა

50 გ, მოთავსებული სინათლისგან დამცავ მუყაოს კოლოფში

Online Drugstore, buy cialis black online, Free shipping, Indinavir buy online, Discount 10%