Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ნეგოს ყვავილი – დესა

ნეგოს ყვავილი

მრავალძარღვას ფოთოლი
აპრილი 4, 2017
ორკბილას ბალახი
აპრილი 4, 2017

ნეგოს ყვავილი (Flores Helichrysi Arenari)

წამლის ფორმა

დაწვრილმანებული ნედლეული.

შემადგენლობა

ეთერის ზეთი, ფლავონური გლიკოზიდები (სალიპუროზიდი, იზოსაიპუროზიდი, კემპფეროლი, აპიგენინი), ფისები, მღებავი ნივთიერებები, ვიტამინი K და ასკორბინის მჟავა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ნაღვლმდენი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისება

ნეგოს პრეპარატები ავლენენ ნაღვლმდენ მოქმედებას, ხელს უწყობენ ნაღვლის სეკრეციას, აძლიერებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორულ და მოტორულ ფუნქციას. სისხლძარღვებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ავლენს სპაზმოლიზურ ეფექტს.

ჩვენება

ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღვლმდენი გზების დისკინეზიები, ქრონიკული ჰეპატიტი

მომზადების წესი

10 გრამი ნედლეული თავსდება ემალირებულ ჭურჭელში, ემატება 200 მლ მდუღარე წყალი, ჭურჭელს ეფარება სახურავი და თავსდება მდუღარე წყლის აბაზანაზე 30 წთ-ის განმავლობაში.შემდეგ გრილდება ოთახის ტემპერატურამდე, იფილტრება და დარჩენილი მასა იწურება.

მიღების წესი და დოზირება

მიღებული ნაყენი ადუღებული წყლით ივსება 200 მლ-მდე. მიიღება პერორალურად 1/2 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დასშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

განსაკუთრებული მითითებები

არ არის დადგენილი

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

გამოიყენება

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებზე, არ არსებობს.

ჭარბი დოზა

არ არის დადგენილი

უკუჩვენება

არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები

არ არის დადგენილი.

ვარგისიანობის ვადა

4 წელი.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ ადგილას

შეფუთვა

30გ დაქუცმაცებული ნედლეული სინათლისგან დამცავ შეფუთვაში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, ინსტრუქციის შესაბამისად.

Online Drugstore, price cialis black, Free shipping, buy apcalis sx, Discount 10%