Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ორკბილას ბალახი – დესა

ორკბილას ბალახი

ნეგოს ყვავილი
აპრილი 4, 2017
სალბის ფოთოლი
აპრილი 4, 2017

ორკბილას ბალახი (Herba  Bidentis)

წამლის ფორმა

დაწვრილმანებული ნედლეული.

შემადგენლობა

ბალახი შეიცავს ფლავონოიდებს, კაროტინოიდებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს, აცეტილსალიცილის მჟავას, ეთერზეთებს, მიკროელემენტებს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

შემომგარსველი, შემკვრელი და ანტაციდური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატს ახასიათებს დიურეზული, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ჭრილობის შემახორცებელი თვისება.

ჩვენება

დიათეზი; კანის ჩირქოვანი დაავადებები; პერორალურად მიიღება, როგორც დიურეზული და ოფლმდენი საშუალება გაცივების დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დასშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

განსაკუთრებული მითითებები

არ არის დადგენილი

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

გამოიყენება

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებზე, არ არსებობს.

ჭარბი დოზა

არ არის დადგენილი

უკუჩვენება

არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები

არ აღინიშნება

მომზადების წესი

10გ (2 ჩაის კოვზი) ნედლეულს ათავსებენ ემალის ჭურჭელში, ამატებენ 200მლ მდუღარე წყალს, აცხელებენ 15-20 წუთის განმავლობაში, აგრილებენ ოთახის ტემპერატურაზე. მიღებულ ნაყენს ფილტრავენ დოლბანდის 2-3 შრეში, წურავენ და გადადუღებული წყლით ავსებენ 200-მლ-მდე. მომზადებული ნაყენი ვარგისია 48 საათის განმავლობაში.

მიღების წესი

მიიღება თბილი სახით 20-30 მლ რაოდენობით დღეში 2-3-ჯერ .

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა

3 წელი.

შეფუთვა

50გ დაწვრილმანებული ნედლეული შეფუთვაში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, ინსტრუქციის შესაბამისად.

Online Drugstore, price cialis black, Free shipping, buy apcalis sx, Discount 10%