Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
პიტნის ნაყენი – დესა

პიტნის ნაყენი

კატაბალახას ნაყენი
აპრილი 4, 2017
შავბალახას ნაყენი
აპრილი 4, 2017

პიტნის ნაყენი (Tinctura Menthae Piperitae)

ფორმა

შიგნით მისაღები ხსნარი

შემადგენლობა

პიტნის ფოთოლი 1.25 გ, პიტნის ზეთი 1.25 გ და საჭირო რაოდენობით 90%-იანი ეთილის სპირტი 25მლ ნაყენის მისაღებად.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური პარასამკურნალო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ახასიათებს სედატიური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული მოქმედება. რეფლექსურად აფართეობს სისხლძარღვებს. ამცირებს ნაწლავის გლუვი კუნთების ტონუსს, აქვს ნაღვლმდენი მოქმედება, აძლიერებს კაპილარულ სისხლის მომარაგებას და ნაწლავის პერისტალტიკას. გააჩნია ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი, აუმჯობესებს მადას. ეფექტურია ინჰალაციის სახით ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესებისას

ჩვენება

გამოიყენება როგორც პარასამკურნალო საშუალება გულისრევის, ღებინების, ნევრალგიური ტკივილების, გლუვი კუნთების სპაზმის დროს.

დოზირება და მიღების წესი

ნაყენი მიიღება 10-15 წვეთი, დღეში სამჯერ, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე.

გვერდითი მოვლენები

არ არის დადგენილი.

ფეხმძიმობა და ლაქტაცია

უკუჩვენება არ არის გამოვლენილი

გავლენა ტრანსპორტის და მექანიკური მოწყობილობების მართვაზე

მონაცემები იმის შესახებ, რომ პიტნის ნაყენს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებზე, არ არსებობს.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზირების შემთხვევაში განვითარებული გვერდითი მოვლენები საშიში არ არის

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა ნაყენში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

აღწერილი არ არის.

შენახვის ვადა

3 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პიტნის ნაყენის გამოყენება დაუშვებელია.

შეფუთვა

25 მლ ნაყენი ნარინჯისფერი პლასტმასის საწვეთურიან ფლაკონებში.

შენახვის პირობები

18-25 ჩ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III. გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Online Drugstore, order cialis black, Free shipping, super avana buy, Discount 10%