Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
ქაცვის ზეთი – დესა

ქაცვის ზეთი

შავბალახას ნაყენი
აპრილი 4, 2017
ბრილიანტის მწვანე 1%
აპრილი 4, 2017

ქაცვის ზეთი (Oleum Hippophaes)

წამლის ფორმა

ზეთი

შემადგენლობა

1გ ზეთი შეიცავს კაროტინოიდებს ჯამს (გადათვლით ბეტა კაროტინზე) არანაკლებ 50 მგ-სა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისება

პრეპარატი მცენარეული წარმოშობისაა. იგი ამცირებს თავისუფალი რადიკალების პროცესების ინტენსივობას და იცავს უჯრედულ და სუბუჯრედულ მემბრანებს დაზიანებისგან, მასში შემავალი ცხიმში ხსნადი ბიოანტიოქსიდანტების მეშვეობით ეპითელიუმისა და ლორწოვანი გარსის რეპარაციის მასტიმულირებელი, საშუალება. აჩქარებს ეპითელიზაციას. A, E და K ვიტამინების წყარო. გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ციტოპროტექტორული მოქმედება. ამცირებს ქოლესტერინის და ლიპიდების შემცველობას სისხლში.

ჩვენება

გამოიყენება როგორც პარასამკურნალო საშუალება კანის და ლორწოვანი გარსის სხივური დაზიანების, კოლპიტის, ენდოცერვიტის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ჰიპერაციდული გასტრიტის, პირის ღრუს მწვავე და ქრონიკული ეროზიული დაზიანების, ფარინგიტის, ლარინგიტის, ქრონიკული კოლიტის, ჰემოროის, პროქტიტის. ათეროსკლეროზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

მიღების წესი

ადგილობრივად ზეთოვანი კომპრესების სახით დღეში ერთჯერ (გრანულაციის წარმოშობამდე). გინეკოლოგიაში გამოიყენება ტამპონების სახით (10-15 მლ ერთ ტამპონზე) ან წასასმელად დღეში ერთჯერ. კოლპიტების მკურნალობის კურსი 10-15 პროცედურა, ენდოცერვიტის და ეროზიის – 8-12 პროცედურა. პირის ღრუს დაავადებების დროს გამოიყენება აპლიკაციების სახით. მკურნალობის კურსი 10-15 პროცედურა.
პერორალურად მიღების დროს 1 ჩაის კოვზი ჭამადე 1 სთ-ით ადრე დღეში 2-3-ჯერ. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას 1 ჩაის კოვზი დღეში სამჯერ ჭამამდე 30-40 წთ-ით ადრე და 1 ჩაის კოვზი ძილის წინ. მკურნალობის კურსი 25-30 დღე.
რექტალურად შეყავთ მიკროოყნის სახით 0.5 გ დღეში ორჯერ. მკურნალობის კურსი 10-15 დღე.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთებითი პროცესები, ქოლელითიაზი.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია უმნიშვნელო ალერგიული რეაქციები, მწარე გემო პირში (პერორალური მიღებისას), წვის შეგრძნება (გარეგანი გამოყენებისას).

ფეხმძიმობა და ლაქტაცია

უკუჩვენება არ არის გამოვლენილი

გავლენა ტრანსპორტის და მექანიკური მოწყობილობების მართვაზე

მონაცემები იმის შესახებ, რომ ქაცვის ზეთს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებზე, არ არსებობს.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზირების შემთხვევაში განვითარებული გვერდითი მოვლენები საშიში არ არის

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

აღწერილი არ არის.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში ქაცვის ზეთის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, ინსტრუქციის შესაბამისად

შეფუთვა

50მლ შუშის ან პლასტმასის ფლაკონებში.

Online Drugstore, order cialis black, Free shipping, super avana buy, Discount 10%