Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
სალბის ფოთოლი – დესა

სალბის ფოთოლი

ორკბილას ბალახი
აპრილი 4, 2017
სელის თესლი
აპრილი 4, 2017

სალბის ფოთოლი (Folium Salviae)

წამლის ფორმა

სალბის დაწვრილმანებული ფოთოლი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

შემომგარსველი, შემკვრელი და ანტაციდური პარასამკურნალო საშუალება.

ჩვენება

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე პარასამკურნალო საშუალება ცხვირ-ხახის, პირის ღრუს და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს. გამოიყენება აგრეთვე საფენების სახით კანის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.

მომზადების წესი

10გრ. (2 ჩაის კოვზი) ნედლეულს ათავსებენ ემალის ჭურჭელში, ამატებენ 200მლ მდუღარე წყალს, აცხელებენ 15-20 წუთის განმავლობაში, აგრილებენ ოთახის ტემპერატურაზე. მიღებულ გამონაცემს ფილტრავენ დოლბანდის 2-3 შრეში, წურავენ და გადადუღებული წყლით ავსებენ 200-მლ-მდე. მომზადებული გამონაცემი ვარგისია 48 საათის განმავლობაში.

მიღების წესი და დოზირება

გამონაცემი მიიღება 30-50 მლ ოდენობით დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სავლების სახით გამოიყენება ნელთბილ მდგომარეობაში 100-200 მლ-ის ოდენობით დღეში 2-3-ჯერ.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა

ორი წელი.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, ინსტრუქციის შესაბამისად.

Online Drugstore, price cialis black, Free shipping, buy apcalis sx, Discount 10%