მცენარეული ნედლეული.
ცხიმოვანი სელის ზეთი (Oleum Lini), ლორწო.
შემომგარსველი და მაადსორბირებელი პარასამკურნალო საშუალება.
სელის თესლებს გააჩნიათ შემომგარსველი, ანთების საწინააღმდეგო და მსუბუქად გამოხატული საფაღარათო მოქმედება.
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე პარასამკურნალო საშუალება ნაწლავების დაავადებების, კოლიტების, ენტეროკოლიტების, მეტეორიზმის, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაავადებების დროს. გარეგანად გამოიყენება კომპრესების სახით ადგილობრივი ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.
ფაღარათი, ქოლეცისტიტის დროს ტკივილის არსებობა.
მაღალ დოზებში იწვევს ზოგად მოუსვენრობას და სალივაციას.
დასშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
არ არის დადგენილი
ორსულობის და ლაქტაციის დროს, მიღება რეკომენდებული არ არის
მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებზე, არ არსებობს.
არ არის დადგენილი
5გ (ერთი ჩაის კოვზი) ნედლეულს ათავსებენ ემალის ჭურჭელში, ამატებენ 150 მლ მდუღარე წყალს, აცხელებენ წამოდურებამდე. მიღებულ ნაყენს ფილტრავენ დოლბანდის 2-3 შრეში, წურავენ და გადადუღებული წყლით ავსებენ 150-მლ-მდე. მომზადებული ნაყენი ვარგისია 48 საათის განმავლობაში.
მიიღება 50-70 მლ რაოდენობით დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 კვირას.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
3 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში სელის თესლის გამოყენება დაუშვებელია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III. გაიცემა რეცეპტის გარეშე.
50 გრ ქაღალდის პაკეტში, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
Online Drugstore, price cialis black, Free shipping, buy apcalis sx, Discount 10%