Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
შავბალახას ნაყენი – დესა

შავბალახას ნაყენი

პიტნის ნაყენი
აპრილი 4, 2017
ქაცვის ზეთი
აპრილი 4, 2017

შავბალახას ნაყენი (Tinctura Leonuri)

შემადგენლობა

შავბალახა 5.0 გ, საჭირო რაოდენობით 70%-იანი ეთილის სპირტი 25 მლ ნაყენის მისაღებად.

წამლის ფორმა

ნაყენი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

დამამშვიდებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები

თავშავას ბალახის ნაყენი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკასა და ტონუსს, ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას. იგი საშვილოსნოს გლუვი მუსკულატურის შეკუმშვაზე ახდენს მატონიზირებულ მოქმედებას.
თავშავას გალენურ პრეპარატებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. თავშავას ნაყენს გააჩნია ნაღვლმდენი, დიურეზული, ამოსახველებელი, აგრეთვე გამოხატული სედატიური მოქმედება.

ჩვენება

ნერვული აგზნებადობის, ნევრასთენიის დროს. ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწრობის აღდგენას, აძლიერებს სხვა საძილე საშუალებების მოქმედებას.

მიღების წესი

მიიღება 30-50 წვეთი 3-4-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დასაშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

განსაკუთრებული მითითებები

არ არის დადგენილი

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

გამოიყენება

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებზე, არ არსებობს.

უკუჩვენება

არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები

არ არის დადგენილი.

შენახვის პირობები

ინახებ გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა

3 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში შავბალახას ნაყენის გამოყენება დაუშვებელია.

შეფუთვა

25 მლ ნაყენი ნარინჯისფერი პლასტმასის საწვეთურიან ფლაკონებში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III. გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Online Drugstore, order cialis black, Free shipping, super avana buy, Discount 10%